iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

მარეგულირებლის სიგნალების ახსნა

ბევრისთვის მარეგულირებელი ერთ-ერთი ყველაზე „საშიში“ თემაა მართვის მოწმობის თეორიაში. რეალურად კი, ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქართველოში მოძრაობის მარეგულირებელ ოფიცერს სულ 3 სხვადასხვა სიგნალი აქვს (სიგნალი, ანუ ხელების პოზიციის კომბინაცია).

სიტუაცია ოდნავ რთულდება, როდესაც ამ სამ სიგნალს გზაჯვარედინზე განვიხილავთ, როცა ყოველი მხრიდან მომავალი ავტომობილი სხვადასხვა წესს ემორჩილება; მაგრამ არც ეს წესებია დაუძლეველი სირთულის. შეეცადეთ მარეგულირებლის ხელები ერთგვარ ღობედ წარმოიდგინოთ — რომელსაც ვერცერთი მანქანა ვერ „გადაახტება“, მის გასწვრივ კი, ზოგჯერ, იმოძრავებს. მოიკრიბეთ ყურადღება და დაიმახსოვრეთ ეს სამი სიგნალი:

მარეგულირებლის სიგნალი 1 - ორივე ხელი განზე ან ჩამოშვებული

სიგნალი 1: ორივე ხელი განზე (ან ჩამოშვებული)

რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:

  • ზურგის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)
  • მკერდის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)
  • გვერდებიდან (ხელების მხრიდან) მომავალი: ყველა ავტომობილი მიდის მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ,
    ტრამვაი მიდის მხოლოდ პირდაპირ
მარეგულირებლის სიგნალი 2 - მარჯვენა ხელი წინ, მარცხენა - ჩამოშვებული

სიგნალი 2: მარჯვენა ხელი წინ

რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:

  • მარჯვენა ხელის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი ჩერდება
  • ზურგის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის პარალელურად)
  • მკერდის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი მიდის მხოლოდ მარჯვნივ
  • მარცხენა (ჩამოწეული) ხელის მხრიდან მომავალი: ტრამვაი მიდის მხოლოდ მარცხნივ,
    ყველა სხვა ავტომობილი — ნებისმიერი მიმართულებით
მარეგულირებლის სიგნალი 3 - მარჯვენა ხელი მაღლა, მარცხენა - ჩამოშვებული

სიგნალი 3: მარჯვენა ხელი მაღლა

რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:

  • ოთხივე მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი ჩერდება
    ყველა ქვეითი ჩერდება
    პატრულის, სახანძროს, სასწრაფოს მანქანებიც ჩერდება

მაგალითები გზაჯვარედინზე

უფრო მეტი სიცხადისთვის, დააკვირდით ამ სიგნალებს გზაჯვარედინზე და ნახეთ, რა წესებს ემორჩილება ამ დროს სხვადასხვა მხრიდან მომავალი განსხვავებული ტიპის ტრანსპორტი. (დააჭირეთ ღილაკებს სურათების ზედა კუთხეში)

სიგნალი 1: ორივე ხელი განზე (ან ჩამოშვებული)

სიგნალი 2: მარჯვენა ხელი წინ

სიგნალი 3: მარჯვენა ხელი მაღლა