ასჯერ გაზომვა, ერთხელ გასვლა
ადევნეთ თვალი პროგრესს მხოლოდ ჩვენთან. იხილეთ ადრე გავლილი ტესტები, პირადი სტატისტიკა და თავიდან გაიარეთ იგივე ბილეთები. იპოვეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გიჭირთ. ნახეთ ბილეთები, რომელიც ყველაზე ხშირად გეშლებათ და ჩააბარეთ პირველივე გასვლით!
თეორიის თემები და საკითხები
1,032 ბილეთის ერთად გადახარშვა მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ სირთულე ერთობაშია! მხოლოდ ჩვენთან შეძლებთ, ნახოთ ყველა კითხვა დალაგებული თემატურად, რათა უფრო გამარტივდეს სწავლა, ვარჯიში და ჩაბარება.
ზუსტად ისე, როგორც გამოცდაზე
ახალი ტესტებით გამოცდის გავლის დროს შეიცვალა ერთი მთავარი პრინციპი — ყოველ ჯერზე, კითხვის პასუხები შემთხვევითი მიმდევრობით გამოდის, რაც მათ დაზეპირებას გამორიცხავს. ნუ მოიტყუებთ თავს და მოემზადეთ ამისთვის — ჩვენთან ტესტირებისას ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს.
სკუტერიდან ტრამვაიმდე
1,741 ახალი ტესტიდან სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდაზე ბილეთების სხვადასხვა კომბინაცია შეგხვდებათ. ჩვენთან კი შეძლებთ მოემზადოთ არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის სამართავად, არამედ ყველა სხვა დანარჩენისთვისაც.
ცხოვრება თაგვის გარეშე
ათეულობით ბილეთის გავლისას, ბევრისთვის კლავიატურის ღილაკები უფრო კომფორტულია, ვიდრე მაუსით მოძრაობა. თუ მათ შორის ერთ-ერთი ხართ, მაშინ ეს ფუნქცია თქვენთვისაა! თუ არა — აუცილებლად სინჯეთ და მაუსთან დაბრუნება გაგიჭირდებათ.
მალე მარტივიდან რთულამდე
ვერ ხვდებით, ვის უნდა დაუთმოს გზა ტრამვაიმ, თუ შუქნიშანი არ მუშაობს და მარეგულირებელი თავს იფხანს? თქვენ მარტო არ ხართ და ჩვენ ყველას შეცდომას ვიმახსოვრებთ! ნახეთ ყველაზე რთული და ყველაზე ადვილი ბილეთები, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას და დაიწყეთ გამოცდა მარტივი პაკეტით.
დიდი რბოლა
თქვენ ვარჯიშობთ, ფონად კი დიდი შეჯიბრი მიმდინარეობს! საიტის მომხმარებლები ერთმანეთს სტანდარტული, 30-კითხვიანი გამოცდის უშეცდომოდ და ყველაზე სწრაფად ჩაბარებაში ეჯიბრებიან. მთავარი პრიზი კი — დაგროვილი გამოცდილებაა.
სწავლა შეცდომებზე
გამოცდის გავლისას ყველა წინა კითხვა და შედეგი ხელისგულივით ჩანს. მიუახლოვდით წითელ უჯრებს და ნახეთ, სინამდვილეში სად ვერ გაივლიდა ყვითელი ავტომობილი. მიმდინარე ბილეთის პასუხი არ იცით? მოიტოვეთ ბოლოსთვის და ეგებ შემდეგ გაგინათდეთ გონება!