მართვის მოწმობის კატეგორიები
A კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს მოტოციკლს
თეორიის ჩაბარების გარეშე, პირდაპირ პრაქტიკაზე დაიშვებიან: B, B1, A1 ან ტრამვაის კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირები
მოწმობა გაიცემა: 24 წლის ასაკიდან (ან — 21 წლიდან, თუ მინიმუმ 2 წელია, რაც ფლობს A1 კატეგორიას)
A1 კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს მსუბუქ მოტოციკლს, რომლის:
ძრავის მუშა მოცულობაა: მაქსიმუმ 125 სმ3
მაქსიმალური სიმძლავრეა: 11 კვტ
მოწმობა გაიცემა: 17 წლის ასაკიდან
B კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს ავტომობილს, რომლის:
კატეგორია არ არის: A ან A1
დასასხდომი ადგილები: მაქსიმუმ 8
მაქსიმალური მასაა: 3,500 კგ
მაქსიმალური მასა მისაბმელთან ერთად არის: 3,500 კგ
მისაბმელის მაქსიმალური მასაა: 750 კგ ან ავტომობილის დაუტვირთავი მასის ტოლი
მოწმობა გაიცემა: 17 წლის ასაკიდან
BE კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს მისაბმელიან ავტომობილს, რომლის:
კატეგორიაა: B
მაქსიმალური მასა მისაბმელთან ერთად არის: 3,500 კგ-ზე მეტი
მისაბმელის მასაა: 750 კგ-ზე მეტი ან / და ავტომობილის დაუტვირთავ მასაზე მეტი
მოწმობის ასაღებად სავალდებულოა: B კატეგორიის მართვის მოწმობა
მოწმობა გაიცემა: 18 წლის ასაკიდან
B1 კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს მოტორიან ტრიციკლს და კვადროციკლს
თეორიის ჩაბარების გარეშე, პირდაპირ პრაქტიკაზე დაიშვებიან: A, A1 ან ტრამვაის კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირები
მოწმობა გაიცემა: 16 წლის ასაკიდან
C კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს სატვირთო ავტომობილს, რომლის:
კატეგორია არ არის: D ან D1
მგზავრების გადაყვანის უფლება: მოწმობის აღებიდან 1 წლის შემდეგ
მასა აღემატება: 3,500 კგ-ს
მოწმობის ასაღებად სავალდებულოა: B კატეგორიის მართვის მოწმობა, აღებული მინიმუმ 1 წლის წინ
მისაბმელის მაქსიმალური მასაა: 750 კგ
მოწმობა გაიცემა: 21 წლის ასაკიდან
თეორიის ჩაბარების გარეშე, პირდაპირ პრაქტიკაზე დაიშვებიან: D, C1 ან D1 კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირები
ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონეს ასევე უფლება აქვს მართოს: C1 ქვეკატეგორიის ტრანსპორტი და ტრაქტორი 12 ტონამდე მასით
C1 კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს მსუბუქ სატვირთო ავტომობილს, რომლის:
კატეგორია არ არის: D ან D1
მისაბმელის მაქსიმალური მასაა: 750 კგ
მასა აღემატება: 3,500 კგ-ს
მოწმობის ასაღებად სავალდებულოა: B კატეგორიის მართვის მოწმობა
მასა არ აღემატება: 7,500 კგ-ს
მოწმობა გაიცემა: 18 წლის ასაკიდან
თეორიის ჩაბარების გარეშე, პირდაპირ პრაქტიკაზე დაიშვებიან: D ან D1 კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირები
ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონეს ასევე უფლება აქვს მართოს: ტრაქტორი 8,250 კგ-მდე მასით
CE კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს მისაბმელიან სატვირთო ავტომობილს, რომლის:
კატეგორიაა: C
მისაბმელის მასაა: 750 კგ-ზე მეტი
მოწმობა გაიცემა: 21 წლის ასაკიდან
ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონეს ასევე უფლება აქვს მართოს: C1E და BE კატეგორიის ტრანსპორტი. ასევე, D კატეგორიის ფლობის შემთხვევაში — DE კატეგორიაც (გარდა შესახსრებული ავტობუსისა)
მოწმობის ასაღებად სავალდებულოა: C კატეგორიის მართვის მოწმობა
თეორიის ჩაბარების გარეშე, პირდაპირ პრაქტიკაზე დაიშვებიან: D ან D1 კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირები
C1E კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს მსუბუქ მისაბმელიან სატვირთო ავტომობილს, რომლის:
კატეგორიაა: C1
მოწმობა გაიცემა: 18 წლის ასაკიდან
მისაბმელის მასაა: 750 კგ-ზე მეტი და ავტომობილის დაუტვირთავ მასაზე ნაკლები
მაქსიმალური მასა მისაბმელთან ერთად არის: 12,000 კგ
მოწმობის ასაღებად სავალდებულოა: C1 კატეგორიის მართვის მოწმობა
ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონეს ასევე უფლება აქვს მართოს: BE კატეგორიის ტრანსპორტი. ასევე, D1 კატეგორიის ფლობის შემთხვევაში — DE1 კატეგორიის ტრანსპორტიც
D კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს ავტობუსს, რომლის:
დასასხდომი ადგილები: 8-ზე მეტია
მოწმობის ასაღებად სავალდებულოა: B კატეგორიის მართვის მოწმობა, აღებული მინიმუმ 1 წლის წინ
მისაბმელის მაქსიმალური მასაა: 750 კგ
თეორიის ჩაბარების გარეშე, პირდაპირ პრაქტიკაზე დაიშვებიან: C, C1 ან D1 კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირები
მოწმობა გაიცემა: 24 წლის ასაკიდან
ამ და C კატეგორიის მართვის მოწმობების მქონეს უფლება აქვს: C კატეგორიის მიღებიდან 1 წლის შემდეგ, გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი სატვირთო მანქანის ძარით
D1 კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს მიკროავტობუსს, რომლის:
მისაბმელის მაქსიმალური მასაა: 750 კგ
მოწმობა გაიცემა: 21 წლის ასაკიდან
დასასხდომი ადგილები: 8-ზე მეტია და 16-ზე ნაკლებია
მოწმობის ასაღებად სავალდებულოა: B კატეგორიის მართვის მოწმობა, აღებული მინიმუმ 1 წლის წინ
მაქსიმალური სიგრძეა: 8 მეტრი
თეორიის ჩაბარების გარეშე, პირდაპირ პრაქტიკაზე დაიშვებიან: C ან C1 კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირები
DE კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს შესახსრებულ ან მისაბმელიან ავტობუსს, რომლის:
კატეგორიაა: D
მისაბმელის მასაა: 750 კგ-ზე მეტი
მოწმობა გაიცემა: 24 წლის ასაკიდან
მოწმობის ასაღებად სავალდებულოა: D კატეგორიის მართვის მოწმობა
ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონეს ასევე უფლება აქვს მართოს: D1E და BE კატეგორიის ტრანსპორტი. ასევე, C1 კატეგორიის ფლობის შემთხვევაში — C1E კატეგორიის ტრანსპორტიც
D1E კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს მსუბუქ მისაბმელიან მიკროავტობუსს, რომლის:
კატეგორიაა: D1
მოწმობა გაიცემა: 21 წლის ასაკიდან
მისაბმელის მასაა: 750 კგ-ზე მეტი და ავტომობილის დაუტვირთავ მასაზე ნაკლები
მოწმობის ასაღებად სავალდებულოა: D1 კატეგორიის მართვის მოწმობა
მაქსიმალური მასა მისაბმელთან ერთად არის: 12,000 კგ
ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონეს ასევე უფლება აქვს მართოს: BE კატეგორიის ტრანსპორტი
T კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას
მოწმობა გაიცემა: 17 წლის ასაკიდან
S კატეგორიის მართვის მოწმობა მოიცავს სამშენებლო ტექნიკას, რომლის:
მინიმალური კონსტრუქციული სიჩქარეა: 6 კმ/სთ
მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარეა: 45 კმ/სთ
მოწმობა გაიცემა: 18 წლის ასაკიდან
ტრამვაი
მოწმობა გაიცემა: 21 წლის ასაკიდან
ოდესმე აუცილებლად დაუბრუნდება თბილისს ტრამვაი
:)