Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

C კატეგორია:
გზაჯვარედინის გავლა სულ 36 ბილეთი, გვერდი 2

#1275

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მსუბუქი ავტომობილს მძღოლს

2 ტრაქტორის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას.

#1365

რომელი შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად ხდება მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში?

1 შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის შესახებ

2 შეთანხმება სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ

3 „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმება (AETR)

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში ხდება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR). მოთხოვნათა შესაბამისად.

#1366

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს:

1 ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც

2 ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას 100 კმ-ზე მეტ მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც.

#1367

თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება იმ სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება:

1 მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლის, არ აღემატება 3,5 ტონას

2 მხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო მძღოლის ჩათვლით ცხრა კაცზე მეტის გადაყვანა არ შეუძლია

3 მხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძე 50 კმ-ს არ აღემატება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება: ა) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლის, არ აღემატება 3,5 ტონას; ბ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო მძღოლის ჩათვლით ცხრა კაცზე მეტის გადაყვანა არ შეუძლია და განკუთვნილია ამ მიზნისთვის;. გ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძე 50 კმ-ს არ აღემატება.

#1368

თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება:

1 მხოლოდ სპეციალური საავარიო სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ექსპლუატაცია წარმოებს მათი მიწერის პუნქტიდან 100 კმ ფარგლებში

2 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7,5 ტონას და რომლებიც გამოიყენება არაკომერციული გადაზიდვისათვის

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება: ა) სპეციალური საავარიო სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ექსპლუატაცია წარმოებს მათი მიწერის პუნქტიდან 100 კმ ფარგლებში. ბ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7,5 ტონას და რომლებიც გამოიყენება არაკომერციული გადაზიდვისათვის.

#1369

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ყოველკვირეული მართვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:

1 40 საათს

2 46 საათს

3 56 საათს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ყოველკვირეული მართვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 56 საათს.

#1370

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ნებისმიერი ორი ერთმანეთის მომდევნო კვირის განმავლობაში მართვის საერთო ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:

1 70 საათს

2 78 საათს

3 85 საათს

4 90 საათს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად მართვის საერთო ჯამური ხანგრძლივობა ნებისმიერი ორი ერთმანეთის მომდევნო კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 90 საათს.

#1371

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ არა დგება დასვენების პერიოდი მძღოლმა რამდენი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ უნდა დაისვენოს არანაკლებ 45 წუთისა?

1 3,5 საათის

2 4,5 საათის

3 5,5 საათის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ოთხნახევარი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა შეისვენოს არანაკლებ 45 წუთისა, თუ არა დგება დასვენების პერიოდი.

#1372

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ არა დგება დასვენების პერიოდი ოთხნახევარი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა შეისვენოს არანაკლებ:

1 20 წუთისა

2 30 წუთისა

3 45 წუთისა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, ოთხნახევარი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა შეისვენოს არანაკლებ 45 წუთისა, თუ არა დგება დასვენების პერიოდი.

#1373

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, ვალდებულია თუ არა მძღოლი დასვენების წინა ყოველდღიური ან ყოველკვირეული პერიოდის დასრულებიდან ყოველი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში გამოიყენოს ახალი ყოველდღიური დასვენების პერიოდი?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, დასვენების წინა ყოველდღიური პერიოდის ან ყოველკვირეული პერიოდის დასრულებიდან ყოველი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში მძღოლმა უნდა გამოიყენოს ახალი ყოველდღიური დასვენების პერიოდი.

#1374

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების ნორმალური ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ:

1 11 საათის ხანგრძლივობით

2 9 საათის ხანგრძლივობით

3 7 საათის ხანგრძლივობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების ნორმალური ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ 11 საათის ხანგრძლივობით.

#1375

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების შემცირებული ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ:

1 7 საათის, მაგრამ 9 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით

2 9 საათის, მაგრამ 11 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით

3 11 საათის ხანგრძლივობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების შემცირებული ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ 9 საათის, მაგრამ 11 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით.

#1376

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის პერიოდები მოიცავს მართვის ნებისმიერ დროს:

1 მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე

2 მხოლოდ იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს

3 როგორც ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე, ასევე იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის პერიოდები მოიცავს მართვის ნებისმიერ დროს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე და იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს.

#1377

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ მძღოლი მართავს საკონტროლო მოწყობილობით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მას უნდა შეეძლოს წარადგინოს ჩანაწერები მართვისა და დასვენების დროის შესახებ:

1 ციფრული ტაქოგრაფების შემთხვევაში წინა 14 კალენდარული დღის

2 ანალოგიური ტაქოგრაფების შემთხვევაში მხოლოდ მიმდინარე დღის

3 ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარე დღის და წინა 28 კალენდარულ დღის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ მძღოლი მართავს საკონტროლო მოწყობილობით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მას უნდა შეეძლოს წარადგინოს ჩანაწერები მართვისა და დასვენების დროის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მიმდინარე დღეს და წინა 28 კალენდარულ დღეს.

#1378

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული საკონტროლო მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ დაფიქსირდეს:

1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე და გავლილი მანძილი

2 მხოლოდ მართვის ხანგრძლივობა

3 მხოლოდ დასვენების და შესვენების ხანგრძლივობა

4 როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე და გავლილი მანძილი, ასევე მართვის, დასვენებისა და შესვენების ხანგრძლივობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული საკონტროლო მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ დაფიქსირდეს: 1. სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე და გავლილი მანძილი. 2. მართვის ხანგრძლივობა. 3. დასვენების და შესვენების ხანგრძლივობა.

#1698

თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

1 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში

2 მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ

3 სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.