iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

C კატეგორია:
მოძრაობის უსაფრთხოება სულ 129 ბილეთი, გვერდი 7

#1689

ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:

1 მიმღების მიერ განხორციელებული რეკლამაციის (პრეტენზიის) დღიდან

2 ტვირთის გამოგზავნის დღიდან

3 ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების დღიდან, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში - ტვირთის ჩაბარებისათვის დადგენილ დღიდან

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან.

#1690

განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას, გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს:

1 ერთ წელს

2 ორ წელს

3 სამ წელს

4 ხუთ წელს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს.

#1691

ტვირთის მთლიანად დაკარგვისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:

1 გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს

2 გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის მესამოცე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ

3 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს.

#1692

თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს:

1 მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის

2 ნაწილობრივ, მხოლოდ, მის მიერ განხორციელებული გადაზიდვისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლის თანახმად, თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის.

#1693

ვალდებულია თუ არა გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 702-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, ვალდებულია გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და ტვირთის მიღების დადასტურება.

#1694

ბათილია თუ არა ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს?

1 ბათილია

2 არ არის ბათილი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 708-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი.

#1696

რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?

1 დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე

2 დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე

3 აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.

#1697

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:

1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა

2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა

3 ისე, როგორც რეალურადაა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.

#1727

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:

1 პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე

2 მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე

3 სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე

4 პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.