აირჩიეთ კატეგორია:
C კატეგორია სულ 1085 ბილეთი, გვერდი 55
#1788
როგორ შევძლებთ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირებას დასახლებულ პუნქტებში?
1
მოძრაობის სიჩქარის შერჩევით გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად
2
დაბალ გადაცემაზე მღალი სიჩქარით მოძრაობით
3
გადაცემათა ყოველი გადართვისას გადაბმულობის ორჯერადი გათიშვით
#1789
რამდენიმე ობიექტზე მისასვლელად, როგორ უნდა დავგეგმოთ მოძრაობის მარშუტი, რომ იგი იყოს ეკოლოგიურად გამართლებული?
1
რამდენიმე მარშუტი გავაერთიანოთ ერთ მარშუტში
2
თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შეთანხმებით ვიმოძრაოთ ერთ კოლონაში
3
ყველა მიმართულებით მოძრაობისათვის მარშუტი შევარჩიოთ დასახლებული პუნქტის ცენტრზე გავლით
#1790
დაღმართის უსაფრთხოდ გავლას შევძლებთ, თუ ბოლომდე ავუშვებთ ფეხს აქსელერატორის სატერფულს და:
1
ავირჩევთ ისეთ გადაცემას, რომელზეც მოძრაობის დროს არ მოგვიწევს მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა
2
ვიმოძრავებთ ნეიტრალური გადაცემის გამოყენებით
3
გავთიშავთ ანთების სისტემას
#1791
მოკლე მანძილზე ცივი ძრავით მოძრაობა გარემოსთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ამ რეჟიმით მოძრაობა გულისხმობს:
1
მეტი საწვავის მოხმარებას
2
სატრანსპორტო საშუალების ანთების სისტემის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლას
3
ავტომობილის აკუმულატორის განმუხტვას
#1792
რა იწვევს ისეთ ხმაურს, რომლისგანაც თავის არიდება შესაძლებელია?
1
ხმოვანი სიგნალის გამოყენება მისალმების მიზნით
2
სატრანსპორტო საშუალების კარის დახურვა
3
ხმოვანი სიგნალის გამოყენება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად