iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

T, S კატეგორია:
შუქნიშნის სიგნალები სულ 48 ბილეთი, გვერდი 3

#1445

რამდენია ერთციცხვიანი ექსკავატორების მწარმოებლობა?

1 10-დან 15000 მ³/სთ-მდე

2 20-დან 18000 მ³/სთ-მდე

3 30-დან 2000 მ³/სთ-მდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ერთციცხვიანი ექსკავატორების მწარმოებლობაა 10-დან 15000 მ³/სთ-მდე.

#1446

რამდენია მრავალციცხვიანი ექსკავატორების მასა?

1 600 დან 15000 ტონამდე

2 400 დან 8600 ტონამდე

3 500 დან 9000 ტონამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მრავალციცხვიანი ექსკავატორების მასაა 600 დან 15000 ტონამდე.

#1447

რამდენია ერთციცხვიანი ექსკავატორების სიმძლავრე?

1 10000 კვ-მდე

2 50000 კვ-მდე

3 9200 კვ-მდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ერთციცხვიანი ექსკავატორების სიმძლავრეა 9200 კვ-მდე.

#1448

რომელი ინდექსით აღინიშნება ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური?

1 A ინდექსით

2 B ინდექსით

3 C ინდექსით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური აღინიშნება B ინდექსით.

#1450

როგორი მართვის სისტემა აქვს ბულდოზერის ამწე სამართავ მექანიზმებს?

1 ბაგირული

2 ჰიდრავლიკური

3 ბაგირული და ჰიდრავლიკური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის ამწე სამართავი მექანიზმები არის ბაგირული და ჰიდრავლიკური მართვის.

#1451

როგორია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის მართვის ნორმალური სიმძლავრე?

1 30 კვტ

2 44 კვტ

3 60 კვტ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის მართვის ნორმალური სიმძლავრეა 44 კვტ.

#1588

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ტრაქტორის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

1 მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ

3 როგორც ოპერატიული სამსახურის ავტომობილის, ასევე ავტობუსის მძღოლის მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად,არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც. გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

#1649

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:

1 გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს

2 გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად

3 გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.