Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

C1 კატეგორია:
მოძრაობა ავტომაგისტრალზე სულ 22 ბილეთი, გვერდი 2

#1710

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 300 ლარითა და სატრანსპორტო საშუალების უფლების შეჩერება 3 თვის ვადით

2 დაჯარიმებას 300 ლარით

3 დაჯარიმებას 250 ლარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1191-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.

#1724

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს:

1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლით

2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.