Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

C1 კატეგორია:
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი სულ 41 ბილეთი, გვერდი 1

#306

იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ შემთხვევებში უფლება აქვს შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია:

1 მისცეს ხმოვანი სიგნალი და იმოძრაოს არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით

2 ჩართოს ახლო ნათების ფარები და ქვეითთა ყურადღების მისაპყრობად მისცეს ხმოვანი სიგნალი

3 გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლება აქვს შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

#328

დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფების გადაყვანა ნებადართულია:

1 მხოლოდ დღე-ღამის ბნელ დროს

2 მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს

3 როგორც დღე-ღამის ბნელ, ასევე ნათელ დროს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფების გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს.

#355

შეიძლება თუ არა, მოხვევის შუქ-მაჩვენებლის არარსებობის ან მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მძღოლის მიერ მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე ხელით მიცემული სიგნალი შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ?

1 შეიძლება

2 არ შეიძლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.

#403

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს მარცხნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებელი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 არ არის ვალდებული

2 ვალდებულია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით.

#410

მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით ან ხელით მიცემული სიგნალი მძღოლს:

1 ანიჭებს უპირატესობას

2 ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან

3 არ ანიჭებს უპირატესობას, არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.

#470

არღვეს თუ არა ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს საგზაო ნიშნით აღნიშნულ განათებულ გვირაბში მოძრაობისას, თუ ჩართული აქვს მხოლოდ გაბარიტული სინათლეები?

1 არღვევს

2 არ არღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესი მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი.

#820

ჩართული გარე სანათი ხელსაწყოების ან ღია კარების მქონე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:

1 მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაზარდოს სიჩქარე

2 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება

3 შეამციროს სიჩქარე და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია, რათა გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უეცარი დაძვრის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს საფრთხის თავიდან აცილება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გზაზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გასწვრივ მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩართული გარე სანათი ხელსაწყოს ან ღია კარის მქონე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება.

#821

არის თუ არა ვადებული მძღოლი, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეითი ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები.

#830

არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მძღოლმა უნდა:

1 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შეამციროს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის

2 შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის

3 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და იმოძრაოს სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.

#929

მანევრის დაწყებამდე შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებლის ჩართვა მძღოლს:

1 ანიჭებს უპირატესობას

2 არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალებების მიმართ

3 არ ანიჭებს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.

#930

მძღოლის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის ხანგრძლივობა:

1 უნდა იყოს არა უმეტეს 3 წამისა

2 უნდა იყოს არა უმეტეს 5 წამისა

3 არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია.

#931

დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

1 ხმოვანი სიგნალი

2 ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა

3 საავარიო შუქსიგნალიზაცია

4 ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.

#932

დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:

1 ხმოვანი სიგნალი

2 ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა

3 საავარიო შუქსიგნალიზაცია

4 ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.

#933

დასაშვებია თუ არა გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის გამოყენება:

1 დასაშვებია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში

2 დასაშვებია, მხოლოდ დასახლებულ პუნქტში

3 დასაშვებია, როგორც დასახლებულ, აგრეთვე დაუსახლებელ პუნქტებში

4 დაუშვებელია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დასახლებულ პუნქტს გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.

#934

ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?

1 საცხოვრებელ ზონაში

2 მიმდებარე ტერიტორიაზე

3 ეზოს ტერიტორიაზე

4 ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით.

#935

დაბინდებიდან გათენებამდე, ასევე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერებისა ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და მათი მისაბმელები აღნიშნული უნდა იყვნენ:

1 შორი განათების ფარებით

2 წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით

3 ახლო განათების ფარებით

4 წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით.

#937

მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩართული უნდა იყოს:

1 მხოლოდ ახლო ან შორი განათების ფარები

2 მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარები

3 ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები

4 მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები.

#968

არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა ხორციელდება:

1 საავარიო შუქსიგნალიზაციასთან ერთად

2 შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად

3 მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად.

#969

წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე და მოპედზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს:

1 მხოლოდ შორი განათების ფარებთან ერთად

2 მხოლოდ ახლო განათების ფარებთან ერთად

3 მხოლოდ წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად

4 როგორც შორი და ახლო განათების ფარებთან, ასევე წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად.

#973

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე:

1 დამაგრებული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური შუქამრეკლი მოწყობილობა

2 ჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე

3 ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი უკანა საგაბარიტო სინათლე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.