iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

D1 კატეგორია:
რკინიგზის გადასასვლელი სულ 30 ბილეთი, გვერდი 2

#1293

მოლიპულ გზაზე, აღმართზე მოძრაობისას ავტომატარებლის მოცურება, გადაყირავება და დაკეცვა შეიძლება გამოიწვიოს:

1 მხოლოდ საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ

2 მხოლოდ მკვეთრმა დამუხრუჭებამ

3 როგორც საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ, ასევე მკვეთრმა დამუხრუჭებამ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ზამთრის პირობებში აღმართზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა ჩართოს დაბალი გადაცემა ან ჩართოს სარიგებელი კოლოფი, რათა გამორიცხოს აღმართზე სიჩქარის გადართვის აუცილებლობა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს წამყვანი თვლების მოცურება. აღმართზე ყინულით დაფარული გზის პირობებში ავტომობილი ვერ შეძლებს მოძრაობის განახლებას და მისაბმელი თვითნებურად დაიწყებს მოცურებს უკან. მოლიპულ გზაზე საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება ან დამუხრუჭება ასევე შეიძლება გახდეს ავტომობილის და მისაბმელის მოცურების, დაკეცვის ან გადაყირავების მიზეზი.

#1300

მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი ერთეული ავტომობილის დინამიკურ დერეფანზე მეტია:

1 5%-ით

2 10-40%-ით

3 50-70%-ით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას გამწე ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის უკანა და მისაბმელის თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი 10-40%-ით მეტია ვიდრე ერთეული ავტომობილის და ჩვეულებრივი ავტობუსის დინამიკური დერეფანი.

#1302

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ზამთრის პირობებში აღნიშნულ გაჩერებაზე მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოს, რომ:

1 მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოყინული მონაკვეთი

2 მოძრაობის დიდი ინტესივობის გამო გზის სავალი ნაწილის საფარი მშრალია

3 გზის სავალი ნაწილის საფარი ზამთრის პირობების გამო არ იცვლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ზამთრის პირობებში მოძრაობისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გაჩერებაზე მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოლოპული მონაკვეთი. ამიტომ აღნუშნულ გაჩერებასთან მიახლოებისას მძღოლმა წინასწარ უნდა შეამციროს მოძრაობის სიჩქარე იმდენად, რომ გამორიცხოს მოცურების საშიშროება დამუხრუჭების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რის გამოც გაჩერებაზე მყოფი მგზავრები აღმოჩნდებიან საფრთხის ქვეშ.

#1303

ავტომატარებლით და შესახსრებული ავტობუსით გასწრების დროს, გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი მიზანშეწონილია არ იყოს:

1 1 მეტრზე ნაკლები

2 1,5 მეტრზე ნაკლები

3 2 მეტრზე ნაკლები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებისათვის (საშუალებებისათვის) უნდა დატოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე. გასწრების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ სავალი ნაწილის სიგანე იძლევა საშუალებას დაიკავოს გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში გვერდითი ინტერვალი არა ნაკლები 1-1,5 მეტრი. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მძღოლებმა დამატებით უნდა გაითვალისწინონ, რომ მისაბმელის გვერდითი გადაადგილება ზრდის სატრანსპორტო შემადგენლობის დინამიკურ კარიდორს 10-40%-ით. უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს 2 მეტრზე ნაკლები.

#1310

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს:

1 საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას

2 მხოლოდ საბურავების წნევის გაზომვის შესაძლებლობას

3 მხოლოდ საბურავების დაბერვის შესაძლებლობას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას.

#1311

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად სავალდებულოა მუშა მდგომარეობაში იყოს სატრანსპორტო საშუალების:

1 მხოლოდ კარების მართვის ამძრავი და საკეტები

2 მხოლოდ სატვირთო პლატფორმის ბორტების ჩამრაზი

3 მხოლოდ ცისტერნის ჩასასხმელის ჩამრაზი

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალების კარების საკეტები, სატვირთო პლატფორმის ბორტის ჩამრაზი, ცისტერნების ჩასასხმელის ჩამრაზი, მძღოლთა და მგზავრთა სავარძლების ფიქსირებისა და რეგულირების მექანიზმები, ხმოვანი სიგნალი, საქარე მინის გაქრევისა და გათბობის მოწყობილობა, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა, კარების ავარიული გამომრთველი და გაჩერების მანიშნებელი სიგნალი, ავტობუსების ავარიული გამოსასვლელები და მათი მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობა, ავტობუსის სალონის შიგა განათების ჩამრთველები, კარების მართვის ამძრავი და მათი მუშაობის სიგნალიზაცია უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.

#1312

ავტობუსის რომელი მოწყობილობების მუშა მდგომარეობაში ყოფნის ვალდებულებას არ ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები?

1 მხოლოდ ავარიული გამოსასვლელებისა და მათი მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობის

2 მხოლოდ სალონის შიგა განათების ჩამრთველების

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობის მუშა მდგომარეობაში ყოფნა სავალდებულოა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალების კარების საკეტები, სატვირთო პლატფორმის ბორტის ჩამრაზი, ცისტერნების ჩასასხმელის ჩამრაზი, მძღოლთა და მგზავრთა სავარძლების ფიქსირებისა და რეგულირების მექანიზმები, ხმოვანი სიგნალი, საქარე მინის გაქრევისა და გათბობის მოწყობილობა, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა, კარების ავარიული გამომრთველი და გაჩერების მანიშნებელი სიგნალი, ავტობუსების ავარიული გამოსასვლელები და მათი მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობა, ავტობუსის სალონის შიგა განათების ჩამრთველები, კარების მართვის ამძრავი და მათი მუშაობის სიგნალიზაცია უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.

#1320

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად ავტობუსების საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ:

1 2,0 მმ

2 3,0 მმ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ: დ) ავტობუსებისათვის – 2,0 მმ.

#1323

იმ შემთხვევაში, თუ დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტში არ არის მითითებული, ავტობუსის საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს:

1 10°-ს

2 15°-ს

3 20°-ს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებლის საექსპლუტაციო დოკუმენტში მოცემულ ზღვრულ მნიშვნელობას, ხოლო თუ ასეთი მნიშვნელობები არ არის მითითებული, შემდეგ ზღვრულ მნიშვნელობებს: ბ) ავტობუსებისთვის – 20°.

#1343

ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა თუ არა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას?

1 არა, რადგან ავტომატარებლის მძღოლის გამოცდილების გამო მისი რეაქციის დრო ნაკლებია ვიდრე სხვა მძღოლების

2 დიახ, რადგან დიდი მასის გამო ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო დიდია ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა

3 არა, რადგან ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო მოკლეა ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას რადგან ავტომატერებლის დიდი მასა და მუხრუჭების რეაგირებისათვის საჭირო დრო საშუალებას არ იძლება სწრაფად დამუხრუჭების.