iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

D1 კატეგორია:
მოძრაობა ავტომაგისტრალზე სულ 13 ბილეთი

#336

სურათზე მითითებულ ადგილას ავტომობილის იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა:

1 მხოლოდ უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

2 მხოლოდ შესაბამისი ნიშნით უნდა მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე

3 უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: 1. საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია; 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.

#368

გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა იმოძრაოს ამ ზოლზე და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.

#378

წითელი ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.

#379

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.

#401

დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას ვალდებულია:

1 წინასწარ შეანელოს სიჩქარე და მოხვევის მანევრი შეასრულოს დამუხრუჭების ზოლზე გადაუსვლელად

2 დროულად გადაადგილდეს დამუხრუჭების ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე

3 მოხვევის მანევრის შესრულებამდე გაჩერდეს დამუხრუჭების ზოლზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც მოხვევას აპირებს, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ უნდა შეანელოს სიჩქარე.

#445

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?

1 მოპედის მძღოლებს

2 ქვეითებს

3 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს

4 ავტომატარებლების მძღოლებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).

#452

ავტომაგისტრალზე შესასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა ამ ზოლზე უნდა იმოძრაოს და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე შესვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს. აჩქარების ზოლის არსებობისას მან უნდა ისარგებლოს ასეთი ზოლით.

#456

არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

1 არ არღვევს

2 არღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება: გ.ა) ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. გ.ბ) მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა; ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.2.1 პუნქტის თანახმად, 1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი - აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.2.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

#459

მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივ გაყვანა გზიდან შეუძლებელია?

1 არ არღვევს

2 არღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება, ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.

#460

მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?

1 არ არღვევს

2 არღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება, ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას. მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე, ხოლო დაუსახლებელში - 30 მეტრზე ნაკლები.

#1344

ჩამოთვლილიდან საბაჟო კონტროლს ექვემდებარება:

1 მხოლოდ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება

2 მხოლოდ ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება

3 საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლს ექვემდებარება: ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება; გ) ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.

#1717

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 თვის ვადით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით) იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

#1724

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს:

1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლით

2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.