დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
ბმული ბილეთზე:
#947
საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.
ბმული ბილეთზე:
#950
თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:
1თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
2საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
ბმული ბილეთზე:
#951
მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:
1არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
2არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
ბმული ბილეთზე:
#1048
ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.
ბმული ბილეთზე:
#1334
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:
1მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
2მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
3მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
4რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.
ბმული ბილეთზე:
#1430
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაში არ უნდა მისცეს მძღოლმა მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მანევრის დაწყებამდე?
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის უკან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიგნალმა შეიძლება შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.