„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია, „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.
ბმული ბილეთზე:
#251
ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?
1მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
2მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
3მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
ბმული ბილეთზე:
#307
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ისინი მოძრაობენ 90 კმ/სთ სიჩქარით?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.
ბმული ბილეთზე:
#354
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით.
ბმული ბილეთზე:
#898
„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:
1ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე
2მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი
3სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა”- მითითებული სიჩქარე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.
ბმული ბილეთზე:
#967
დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავ ნებისმიერ მოტოციკლზე ჩართული უნდა იყოს:
1მხოლოდ ახლო განათების ფარები
2მხოლოდ შორი განათების ფარები
3წინ ახლო განათების ერთი ფარი მაინც, ხოლო უკან - წითელი მაშუქი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავ ნებისმიერ მოტოციკლზე წინ ჩართული უნდა იყოს ახლო განათების ერთი ფარა მაინც, ხოლო უკან - წითელი მაშუქი.
ბმული ბილეთზე:
#990
დასაშვებია თუ არა სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე და მათი მისაბმელებზე, წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით ჩართული იქნას ახლო განათების, წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში შეიძლება ჩართულ იქნეს ახლო განათების ფარები ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ასეთ პირობებში უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩართულ იქნეს უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები.
ბმული ბილეთზე:
#992
იმ საჭაპნო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე 1 მ-ს არ აღემატება, სავალდებულოა დაყენდეს:
1სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
2წინ - ერთი თეთრი სინათლე და უკან - ერთი წითელი სინათლე
3უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში - ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფარანი არ არის აუცილებელი იმ საჭაპანო ტრანსპორტისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება, მაგრამ ამ შემთხვევაში უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში დაყენებული უნდა იყოს ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა.
ბმული ბილეთზე:
#996
სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას ქვეითთა ჯგუფებმა, რომლებსაც ხელმძღვანელები მეთაურობენ ან სვლით მიდიან, მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:
1სულ მცირე ერთი თეთრი სელექციური სინათლე წინ და ერთი თეთრი სელექციური სინათლე უკან
2სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან
3სულ მცირე ერთი წითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი ყვითელი სინათლე უკან
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას: ა) ქვეითთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელი მეთაურობს ან რომელიც სვლით მიდის, მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და სულ მცირე ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან.