iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

C კატეგორია სულ 1085 ბილეთი, გვერდი 28

#875

თუ ქვეითთა გადასასვლელების მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა რეგულირდება მარეგულირებლის მეშვეობით, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლები უნდა გაჩერდნენ:

1 მარეგულირებელის წინ

2 ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან

3 საპირიპირო მიმართულების ზოლზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან.

#876

თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:

1 უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად

2 როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით

3 სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.

#877

მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:

1 შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა

2 გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი

3 გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.

#878

ქვეითთა გადასასვლელზე შესვლამდე მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ:

1 გადასასვლელის ზედპირი არ არის მოყინული

2 გადასასვლელზე საპირისპირო მიმართულებიდან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება

3 იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა შევიდეს ქვეითთა გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დაურწმუნდება, რომ ის იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე.

#879

უპირატესობა (პრიორიტეტი) არის:

1 საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განახორციელოს მანევრი, თუკი ეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის უეცრად შეცვალოს სიჩქარე ან მიმართულება

2 საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 84-ე პუნქტის თანახმად, უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით.

#881

“ავტომატარებელი” არის:

1 ავტობუსის 1200 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია

2 სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია

3 მსუბუქი ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია.

#882

“ავტომზიდი” არის:

1 ნებისმიერი 12 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის

2 სატვირთო ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადასაზიდად

3 სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად.

#883

„არასაკმარის ხილვადობად“ ითვლება გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, გზის ხილვადობის შემცირება:

1 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

2 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

3 600 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება.

#884

„გამყოფი ზოლი“ არის:

1 გზის ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გამოიყენება

2 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს გზის სავალი ნაწილი

3 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

#885

„გასწრება“ ნიშნავს:

1 დაკავებული ზოლიდან გამოსვლით, იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით, წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას

2 თანხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფ მოძრაობას, ვიდრე სავალი ნაწილის ნაპირთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა

3 მეზობელ მოძრაობის ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გასწრება - დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.

#886

„გაჩერება“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას სატრანსპორტო ნაკადში

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებელის მოთხოვნათა გამო

3 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.

#887

გარდა სავალი ნაწილისა, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელ ელემენტს შეიძლება მოიცავდეს გზა?

1 მხოლოდ ტრამვაის ლიანდაგს და ტროტუარს

2 მხოლოდ გვერდულას და გამყოფ ზოლს

3 მხოლოდ ველობილიკს

4 როგორც ტრამვაის ლიანდაგს, ასევე ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გზა - მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.

#888

„გზაჯვარედინი“ არის:

1 ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით

2 მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელებისა და გზების კვეთა

3 სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილების კვეთა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი - ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.

#890

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე, იგი უნდა:

1 დავაწვინოთ ზურგზე მუხლებქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

2 დავაწვინოთ გვერდზე დაუზიანებელ მხარეს, დავადოთ დაშავებულ ადგილზე ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე მუხლებ ქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

#891

„დასახლებული პუნქტი“ არის:

1 ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი

2 ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის

3 განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, დასახლებული პუნქტი - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.

#892

„დატვირთული მასა“ არის:

1 სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგითა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტით

2 ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე

3 მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) - მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით.

#893

„დაუტვირთავი მასა“ არის:

1 ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით

2 მოცემულ დროის მონაკვეთში დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით

3 სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) - ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.

#894

„დგომა“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტას 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, დგომა - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.

#895

„დღე-ღამის ბნელი დრო“ ნიშნავს:

1 დროის შუალედს 18 საათიდან 24 საათამდე

2 დროის შუალედს გათენებიდან დაბინდებამდე

3 დროის შუალედს დაბინდებიდან გათენებამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელი დრო - დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე.

#897

„იძულებითი გაჩერება“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 26-ე პუნქტის თანახმად, იძულებით გაჩერება - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.