„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
ბმული ბილეთზე:
#1119
აქვს თუ არა უფლება „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
ბმული ბილეთზე:
#1120
აქვს თუ არა უფლება „CE“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
ბმული ბილეთზე:
#1123
„C“ კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირს, მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვს დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს მგზავრები, თუ მძღოლის გარდა მგზავრთა რაოდენობა:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.
ბმული ბილეთზე:
#1124
„C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან სამი წლის შემდეგ, უფლება აქვს დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.
ბმული ბილეთზე:
#1129
„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
ბმული ბილეთზე:
#1130
„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი გადაბმული მისაბმელით, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
ბმული ბილეთზე:
#1250
გზაჯვარედინზე, მოცემული საგზაო მონიშვნის არსებობისას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოძრაობა გააგრძელოს:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.7 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.7 წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით - აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
ბმული ბილეთზე:
#1275
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას.
ბმული ბილეთზე:
#1365
რომელი შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად ხდება მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში?
1შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის შესახებ
2შეთანხმება სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ
3„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმება (AETR)
მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში ხდება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR). მოთხოვნათა შესაბამისად.
ბმული ბილეთზე:
#1366
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს:
1ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც
2ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას 100 კმ-ზე მეტ მანძილზე
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც.
ბმული ბილეთზე:
#1367
თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება იმ სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება:
1მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლის, არ აღემატება 3,5 ტონას
2მხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო მძღოლის ჩათვლით ცხრა კაცზე მეტის გადაყვანა არ შეუძლია
3მხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძე 50 კმ-ს არ აღემატება
თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება: ა) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლის, არ აღემატება 3,5 ტონას; ბ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო მძღოლის ჩათვლით ცხრა კაცზე მეტის გადაყვანა არ შეუძლია და განკუთვნილია ამ მიზნისთვის;. გ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძე 50 კმ-ს არ აღემატება.
ბმული ბილეთზე:
#1368
თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება:
1მხოლოდ სპეციალური საავარიო სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ექსპლუატაცია წარმოებს მათი მიწერის პუნქტიდან 100 კმ ფარგლებში
2მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7,5 ტონას და რომლებიც გამოიყენება არაკომერციული გადაზიდვისათვის
თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება: ა) სპეციალური საავარიო სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ექსპლუატაცია წარმოებს მათი მიწერის პუნქტიდან 100 კმ ფარგლებში. ბ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7,5 ტონას და რომლებიც გამოიყენება არაკომერციული გადაზიდვისათვის.
ბმული ბილეთზე:
#1369
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ყოველკვირეული მართვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ყოველკვირეული მართვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 56 საათს.
ბმული ბილეთზე:
#1370
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ნებისმიერი ორი ერთმანეთის მომდევნო კვირის განმავლობაში მართვის საერთო ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად მართვის საერთო ჯამური ხანგრძლივობა ნებისმიერი ორი ერთმანეთის მომდევნო კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 90 საათს.
ბმული ბილეთზე:
#1371
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ არა დგება დასვენების პერიოდი მძღოლმა რამდენი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ უნდა დაისვენოს არანაკლებ 45 წუთისა?
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ოთხნახევარი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა შეისვენოს არანაკლებ 45 წუთისა, თუ არა დგება დასვენების პერიოდი.
ბმული ბილეთზე:
#1372
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ არა დგება დასვენების პერიოდი ოთხნახევარი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა შეისვენოს არანაკლებ:
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, ოთხნახევარი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა შეისვენოს არანაკლებ 45 წუთისა, თუ არა დგება დასვენების პერიოდი.
ბმული ბილეთზე:
#1373
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, ვალდებულია თუ არა მძღოლი დასვენების წინა ყოველდღიური ან ყოველკვირეული პერიოდის დასრულებიდან ყოველი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში გამოიყენოს ახალი ყოველდღიური დასვენების პერიოდი?
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, დასვენების წინა ყოველდღიური პერიოდის ან ყოველკვირეული პერიოდის დასრულებიდან ყოველი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში მძღოლმა უნდა გამოიყენოს ახალი ყოველდღიური დასვენების პერიოდი.
ბმული ბილეთზე:
#1374
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების ნორმალური ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ:
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების ნორმალური ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ 11 საათის ხანგრძლივობით.
ბმული ბილეთზე:
#1375
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების შემცირებული ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ:
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების შემცირებული ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ 9 საათის, მაგრამ 11 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით.