აქვს თუ არა უფლება „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?
1 აქვს უფლება
2 არ აქვს უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.