რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1 ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
2 ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
3 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.