„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.5 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
ბმული ბილეთზე:
#885
„გასწრება“ ნიშნავს:
1დაკავებული ზოლიდან გამოსვლით, იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით, წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას
2თანხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფ მოძრაობას, ვიდრე სავალი ნაწილის ნაპირთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა
3მეზობელ მოძრაობის ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გასწრება - დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.
ბმული ბილეთზე:
#926
საგზაო მოძრაობის დროს ხმოვანი და მანათობელი სიგნალების მიცემა, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ, მძღოლს:
1ანიჭებს უპირატესობას
2არ ანიჭებს უპირატესობას
3არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
4ანიჭებს უპირატესობას საგზაო მოძრაობის იმ კონკრეტულ მონაწილესთან შედარებით, ვის მიმართაც გამოიყენება აღნიშნული ხმოვანი და მანათობელი სიგნალები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხმოვანი და მანათობელი სიგნალების მიცემა მძღოლს არ ანიჭებს უპირატესობას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
ბმული ბილეთზე:
#954
თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომელიც გასწრების დაწყებამდე მძღოლს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, მძღოლი ვალდებულია:
1გაზარდოს სისწრაფე, რათა დროულად დაასრულოს გასწრების მანევრი
2მისცეს ხმოვანი სიგნალი და გააგრძელოს გასწრების მანევრის შესრულება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.