გზაზე მყოფი ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოპედის მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგამ ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით.
ბმული ბილეთზე:
#1805
მოპედის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
მოპედის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საბურავის პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა, ასევე მოპედის მართვადობის გაუარესება.
ბმული ბილეთზე:
#1807
სავალდებულოა თუ არა მოპედის მძღოლებისთვის, ასევე მათი მგზავრებისთვის სპეციალური ჩაფხუტის გამოყენება?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.