უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.
ბმული ბილეთზე:
#1655
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
1დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
2დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
3დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
4უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
ბმული ბილეთზე:
#1660
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
2განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
ბმული ბილეთზე:
#1695
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:
1ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
2დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
3სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.
ბმული ბილეთზე:
#1696
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
2დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
3აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
ბმული ბილეთზე:
#1698
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
2მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
3სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.
ბმული ბილეთზე:
#1727
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:
1პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
2მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
3სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
4პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე