Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

B+C1 Mil კატეგორია:
მოძრაობა ავტომაგისტრალზე სულ 25 ბილეთი, გვერდი 2

#1350

საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს:

1 ერთი წლისა

2 ორი წლისა

3 180 დღისა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არა უმეტეს 120 დღისა.

#1351

რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:

1 მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა

2 მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს: ა) საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა; ბ) საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.

#1352

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას?

1 მხოლოდ ზეპირი გამოკითხვა

2 მხოლოდ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება

3 მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ფორმა მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლის ფორმებია: ბ) ზეპირი გამოკითხვა; ე) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება; ვ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება;

#1710

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 300 ლარითა და სატრანსპორტო საშუალების უფლების შეჩერება 3 თვის ვადით

2 დაჯარიმებას 300 ლარით

3 დაჯარიმებას 250 ლარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1191-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.

#1724

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს:

1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლით

2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.