iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

C კატეგორია სულ 1085 ბილეთი, გვერდი 15

#473

მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივ გაყვანა გზიდან შეუძლებელია?

1 არ არღვევს

2 არღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესი იძულებითი გაჩერებისას მძღოლმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი, აკრძალულ ადგილებში იძულებით გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის თანახმად: - საავარიო შუქური სიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია. - საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია. - „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები.

#475

ვალდებულია თუ არა მძღოლი მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარები დახურულია და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე?

1 არ არის ვალდებული

2 ვალდებულია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარი დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.

#477

რომელი ტრამვაის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ პირველი ტრამვაის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ მეორე ტრამვაის მძღოლის მიმართ

3 ორივე ტრამვაის მძღოლის მიმართ

4 არცერთი ტრამვაის მძღოლის მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.

#478

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილი

2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი

3 ორივე ავტომობილი

4 არცერთი ავტომობილი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა, დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.

#482

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ ტრამვაიში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომა არ წარმოებს?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.

#484

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს

3 ორივე ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.14 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ -აღნიშნავს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე. ამავე კანონის მეორე დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

#486

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A და C მიმართულებით

2 მხოლოდ B და C მიმართულებით

3 მხოლოდ A და B მიმართულებით

4 მხოლოდ A მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.13.2 პუნქტის თანახმად 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.

#487

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს დასახლებულ პუნქტში, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.11 პუნქტის თანახმად 5.11 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ - აღნიშნავს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

#488

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

2 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

3 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

4 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.13.2 პუნქტის თანახმად 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

#489

რომელი გაჩერებული ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, თუ სამარშრუტო ავტობუსის მძღოლი დასახლებულ პუნქტში იწყებს მოძრაობას მონიშნული გაჩერებიდან?

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2 ავტობუსის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.

#494

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ ადგილებში გავლამდეა ვალდებული ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი დარწმუნდეს გავლის უსაფრთხოებაში?

1 მხოლოდ ხიდებისა და ესტაკადების ქვეშ

2 მხოლოდ მაღალძაბვის გადამცემის ქვეშ

3 მხოლოდ გვირაბებში ან სხვა მსგავს ადგილებში

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.

#495

აქვს თუ არა უფლება მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში, გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება საგზაო ნიშნით აღნიშნულ იმ გვირაბში, რომელშიც არარსებობს სპეციალურად გაჩერებისთვის მონიშნული ადგილები?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - მძღოლს შეუძლია გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.

#496

დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?

1 დასაშვებია

2 არ არის დასაშვები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავი უნდა გამორთოს.

#497

მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია „საავარიო გაჩერების ნიშანი“?

1 I

2 II

3 III

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ავარიული გაჩერების ნიშანი“ არის ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის დაფა არანაკლებ 0,4 მეტრი სიგრძის გვერდებითა და არანაკლებ 0,05 მეტრი სიგანის წითელი არშიით. ამ სამკუთხედის შუა ნაწილი შეიძლება ღრუ იყოს ან ღია ფერის საღებავით შეიღებოს. წითელი არშია შუქს არ უნდა ატარებდეს ან უნდა ჰქონდეს შუქამრეკლი თვისების მქონე ზოლი. დაფა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შეიძლებოდეს იყოს მისი ვერტიკალურ მდგომარეობაში მდგრად დაყენება.

#498

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:

1 მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი

2 მხოლოდ ცნობიერების შემოწმება

3 მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება

4 როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მნიშვნელოვანია დაზარალებულის მდგომარეობა სწრაფად და მართებულად შეფასდეს. პირველი ეტაპი არის ცნობიერების შემოწმება (არის თუ არა დაზარალებული გონზე). მეორე ეტაპი - სასუნთქი გზების გახსნა მესამე ეტაპი - სუნთქვის კონტროლი. მეოთხე ეტაპი - საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება.

#499

სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან, თუ ეს აბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:

1 15 მეტრზე ახლოს

2 25 მეტრზე ახლოს

3 30 მეტრზე ახლოს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.

#500

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:

1 დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით

2 გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი

3 ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას ბუშტები არ უნდა გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი.

#501

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება იმ ესტაკადების, ხიდებისა და გზაგამტარების ქვეშ, სადაც არარსებობს გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები?

1 აკრძალული, მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე მეტია

2 აკრძალულია

3 არ არის აკრძალული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.

#502

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მხოლოდ მოტოციკლების მძღოლებს

2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს

3 სამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.

#503

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ ქვეითების მიმართ

2 მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ

3 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ

4 როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.