iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

A, A1 კატეგორია:
მაფრთხილებელი ნიშნები სულ 22 ბილეთი, გვერდი 2

#721

ქვეითმა, რომლიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით და სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე:

1 მხოლოდ ტროტუარზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს

2 მხოლოდ ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს

3 როგორც ტროტუარზე, ასევე ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ქვეითმა, რომელიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით ან სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით მოძრავ ადამიანებს ან ქვეითებს.

#807

გზაზე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს:

1 სავალი ნაწილის კიდესთან, ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულების შესაბამისად

2 სავალ ნაწილზე მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ

3 მეხრეს სურვილისამებრ გზის ნებისმიერ მონაკვეთზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე მოძრავი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულებით.