Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

T, S კატეგორია:
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი სულ 50 ბილეთი, გვერდი 3

#947

საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:

1 მარცხენა მხარეს

2 მარჯვენა მხარეს

3 როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.

#950

თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:

1 თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა

2 საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.

#951

მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:

1 არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით

2 არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.

#1048

ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:

1 გზაჯვარედინზე

2 ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ

3 რკინიგზის გადასასვლელზე

4 გვირაბში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.

#1334

თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:

1 მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ

2 მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს

3 მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს

4 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.

#1430

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაში არ უნდა მისცეს მძღოლმა მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მანევრის დაწყებამდე?

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის უკან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიგნალმა შეიძლება შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.

#1480

ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს მიეკუთვნებიან?

1 საპლანტაჟო გუთნები

2 კულტივატორები

3 უფრთო გუთნები

4 ფრთიანი გუთნები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს მიეკუთვნებიან კულტივატორები.

#1481

რისთვის იყენებენ ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს?

1 გაყამირებული ნიადაგის დამუშავებისთვის

2 მცირე სიღრმეზე ან მოხნული ნიადაგის შემდგომი დამუშავებისათვის

3 ნიადაგის ღრმა დამუშავებისათვის

4 არხების გასაყვანად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს გამოიყენებენ მცირე სიღრმეზე ან მოხნული ნიადაგის შემდგომი დამუშავებისათვის.

#1483

რა წარმოადგენს დისკოებიანი ბატარეა?

1 კბილებიან საჩხვლეტელს

2 სფერულ დისკოებს

3 კბილებიან ფარცხებს

4 ერთად აწყობილ რამოდენიმე დისკოს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

დისკოებიანი ბატარეა წარმოადგენს ერთად აწყობილ რამოდენიმე დისკოს.

#1485

როგორი ფორმისაა კბილებიანი ფარცხების კბილები?

1 კვადრატული

2 რომბული

3 ტრაპეციული

4 სამკუთხა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

კბილებიანი ფარცხების კბილები არის კვადრატული ფორმის.