iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

T, S კატეგორია:
სასწავლო სვლა სულ 14 ბილეთი

#693

მოცემული საგზაო ნიშანი:

1 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით

2 კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებებით, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომლის საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს

3 კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.11 „მასის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

#700

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?

1 I

2 II

3 III

4 IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.15 „სიგრძის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრა¬ობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

#702

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს?

1 I

2 II

3 III

4 IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს.

#705

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

1 მსუბუქი ავტომობილების მოძრაობას 70 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით

2 სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით

3 ერთ რიგში მსუბუქი ავტომობილების მოძრაობას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით.

#719

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

1 ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, მიუხედავად მისი სიჩქარისა

2 მსუბუქი ავტომობილისაგან განსხვავებული სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას

3 კრძალავს ნებისმიერი სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა)

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.

#728

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.22-ის („სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია”) მოქმედების ზონის დასასრულს?

1 I

2 II

3 III

4 IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.23 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.23 „სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული” -აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.22-ის („სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია”) მოქმედების ზონის დასასრულს.

#747

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

1 მხოლოდ I და III

2 მხოლოდ II და IV

3 მხოლოდ II და III

4 მხოლოდ III და IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”, 1.8 „წრიულიმოძრაობიანი გადაკვეთა”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 1.33 „ხერგილი“.

#903

სასწავლო სვლის განხორციელებისას ინსტრუქტორ-მასწავლებელი გათანაბრებულია:

1 მგზავრთან

2 მძღოლთან

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილთაგან არცერთთან

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 49-ე პუნქტის თანახმად, მძღოლი - ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე, სასწავლო სვლის განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელიც.

#1546

როგორი მუშა ორგანო აქვს მრავალციცხვიან არხსაწმენდს?

1 მთლიანი და არასრული წმენდის

2 ჯაჭვური და როტორული

3 უწყვეტი და წყვეტილი ქმედების

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მრავალციცხვიან არხსაწმენდს აქვს უწყვეტი და წყვეტილი ქმედების მუშა ორგანო.

#1547

როტაციული მუშა ორგანოებიდან არხების საწმენდად გამოყენებულია?

1 ჰიდროცილინდრები

2 ფრეზები

3 ისრის ჰიდროცილინდრები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

როტაციული მუშა ორგანოებიდან არხების საწმენდად გამოყენებულია ფრეზები.

#1548

ხვეტია არხსაწმენდის მუშა ორგანოა?

1 შნეკი

2 უწყვეტი ჯაჭვი ფირფიტებით(ხვეტიებით)

3 ჯაჭვური ცელი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ხვეტია არხსაწმენდის მუშა ორგანოა უწყვეტი ჯაჭვი ფირფიტებით(ხვეტიებით).

#1549

როგორი სახის გვხვდება დახრილშნეკიანი არხსაწმენდები?

1 ვერტიკალური

2 სანაპირო და მცურავი

3 კონუსური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

დახრილშნეკიანი არხსაწმენდები გვხვდება სანაპირო და მცურავი სახის.

#1550

სრულპროფილიანი კომბინირებული არხსაწმენდი შედგება:

1 ფრეზისა და გამტყორცნელისაგან

2 სახელურისა და ციცხვისაგან

3 ციცხვისა და დამცლელისაგან

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სრულპროფილიანი კომბინირებული არხსაწმენდი შედგება ფრეზისა და გამტყორცნელისაგან.

#1551

ვერტიკალურ კონუსურშნეკიანი არხსაწმენდი გამოიყენება?

1 დიდი სიღრმის არხების გასაწმენდად

2 საშუალო სიღრმის არხების გასაწმენდად

3 პატარა სიღრმის არხების გასაწმენდად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ვერტიკალურ კონუსურშნეკიანი არხსაწმენდი გამოიყენება პატარა სიღრმის არხების გასაწმენდად.