iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

T, S კატეგორია სულ 1021 ბილეთი, გვერდი 38

#1354

საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება:

1 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე

2 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.

#1355

ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:

1 დეკლარანტი

2 შინაგან საქმეთა სამინისტრო

3 საგადასახადო ორგანო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.

#1379

სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3 აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

#1380

ეკრძალება თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დადგენილ მოთხოვნებს?

1 არ ეკრძალება

2 ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.

#1381

რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?

1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე

2 მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე

3 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სამუხრუჭო მანძილის მნიშვნელობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე, ასევე გზის საფარის მდგომარეობაზე და სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე.

#1382

მუშაობის პერიოდში მიწაში თუ აღმოჩენილი იქნა რაიმე სადენი, მაშინ?

1 მუშაობა უნდა გაგრძელდეს სიფრთხილის დაცვით

2 დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა

3 დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა და გაგრძელდეს მხოლოდ ოფიციალური თანხმობის მიღების შემდეგ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მუშაობის პერიოდში მიწაში თუ აღმოჩენილი იქნა რაიმე სადენი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა და გაგრძელდეს ოფიციალური თანხმობის მიღების შემდეგ.

#1383

მექანიზმის მუშა მდგომარეობაში მოყვანისას ან მისი გადაადგილების წინ სამუშაო ადგილის გარეშე პირებისგან განთავისუფლების მიზნით მემანქანემ:

1 უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი

2 გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა მისცეს ხელით

3 უნდა ჩავიდეს სამუშაო ადგილზე და პირადად გააფრთხილოს გარეშე პირები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მექანიზმის მუშა მდგომარეობაში მოყვანისას ან მისი გადაადგილების წინ სამუშაო ადგილის გარეშე პირებისგან განთავისუფლების მიზნით მემანქანემ უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი.

#1384

სამუშაოს დაწყების წინ, სამუშაო ადგილზე უნდა გაკეთდეს ტრაფარეტი წარწერით?

1 „შესვლა აკრძალულია“

2 მიმდინარე სამუშაოების შესახებ

3 მემანქანის გვარი, სახელი და მამის სახელი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სამუშაოს დაწყების წინ, სამუშაო ადგილზე უნდა გაკეთდეს ტრაფარეტი წარწერით მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

#1385

ექსკალატორზე შეიძლება თუ არა უცხო პირთა დაშვება?

1 შეიძლება მემანქანესთან ერთად

2 არ შეიძლება

3 შეიძლება ხელმძღვანელობის თანხმობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ექსკავატორზე უცხო პირთა დაშვება არ შეიძლება.

#1386

ექსკალატორიდან ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებელია:

1 მხოლოდ გამოირთოს ყველა გამშვები

2 მხოლოდ ყველა გამშვები დაყენდეს ნეიტრალურ მდგომარეობაში

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედების შესრულება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ექსკავატორიდან ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებელია გამორთოთ ყველა გამშვები და დავაყენოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში.

#1387

შეიძლება თუ არა მექანიზმის მუშა მდგომარეობაში დატოვება?

1 დიახ

2 შეიძლება 15-20 წუთის განმავლობაში

3 არა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მექანიზმის მუშა მდგომარეობაში დატოვება არ შეიძლება.

#1388

შეიძლება თუ არა ექსკალატორის ციცხვის დატვირთულ მდგომარეობაში მიწიდან მოცილებით დატოვება?

1 შეიძლება ნებისმიერ სიმაღლეზე

2 შეიძლება მიწიდან 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე

3 აუცილებელია ციცხვი დავუშვათ მიწაზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

დატვირთულ მდგომარეობაში ექსკავატორის ციცხვის დატოვების შემთხვევაში აუცილებელია ციცხვი დავუშვათ მიწაზე.

#1389

მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?

1 2 მ

2 5 მ

3 10 მ

4 15 მ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 15 მეტრის მანძილზე.

#1390

რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?

1 1.5 მ

2 2 მ

3 5 მ

4 10 მ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 1,5 მეტრის მანძილზე.

#1391

მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკალატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მართულებს შორის არა ნაკლებია:

1 1.5 მ

2 2 მ

3 5 მ

4 10 მ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკალატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მართულებს შორის არა ნაკლებ 2 მეტრია.

#1392

ექსკალატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს:

1 მხოლოდ აფთიაქით

2 მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით

3 როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ექსკავატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით.

#1393

უნდა იცოდეს თუ არა ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები?

1 არ არის აუცილებელი

2 დიახ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები უნდა იცოდეს.

#1394

როდის უნდა ჩაირთოს საჭირო გადაცემა ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის?

1 დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ

2 დახრილ ზედაპირზე მოძრაობისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის საჭირო გადაცემა უნდა ჩაირთოს დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ.

#1395

ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას უნდა:

1 გაიზარდოს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე

2 შემცირდეს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას თქვენ უნდა შეამციროთ ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე.

#1396

ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ:

1 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 15°-ზე მეტია

2 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია

3 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 30°-ზე მეტია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია.