აირჩიეთ კატეგორია:
აირჩიეთ თემა:
ყველა
1. მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
2. უწესივრობა და მართვის პირობები
3. მაფრთხილებელი ნიშნები
4. პრიორიტეტის ნიშნები
5. ამკრძალავი ნიშნები
6. მიმთითებელი ნიშნები
7. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
8. სერვისის ნიშნები
9. დამატებითი ინფორმაციის ნიშნები
10. შუქნიშნის სიგნალები
11. მარეგულირებლის სიგნალები
12. სპეციალური სიგნალის გამოყენება
13. საავარიო შუქური სიგნალიზაცია
14. სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
15. მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
16. გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
17. მოძრაობის სიჩქარე
18. სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
19. გაჩერება დგომა
20. გზაჯვარედინის გავლა
21. რკინიგზის გადასასვლელი
22. მოძრაობა ავტომაგისტრალზე
23. საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
24. ბუქსირება
25. სასწავლო სვლა
26. გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
27. ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
28. საგზაო მონიშვნა
29. სამედიცინო დახმარება
30. მოძრაობის უსაფრთხოება
31. ადმინისტრაციული კანონი
32. ეკო-მართვა[ახალი]
T, S კატეგორია სულ 1021 ბილეთი, გვერდი 43
#1479
რა მაჩვენებლებით შეირჩევა სახვნელი აპარატის მოძრაობის რაციონალური წესი?
1
მწარმოებლობა, მოდების განი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე
2
მწარმოებლობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი, აგრეგატის მომსახურეობის სიმარტივე
3
მოდების განი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე, შესრულებული სამუშაოს ხარისხი
4
შესარულებული სამუშაოს ხარისხი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე, აგრეგატის მომსახურების სიმარტივე
#1480
ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს მიეკუთვნებიან?
1
საპლანტაჟო გუთნები
2
კულტივატორები
3
უფრთო გუთნები
4
ფრთიანი გუთნები
#1481
რისთვის იყენებენ ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს?
1
გაყამირებული ნიადაგის დამუშავებისთვის
2
მცირე სიღრმეზე ან მოხნული ნიადაგის შემდგომი დამუშავებისათვის
3
ნიადაგის ღრმა დამუშავებისათვის
4
არხების გასაყვანად
#1482
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1
მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს
2
მხოლოდ, რომ შესაძლებელია მოხუც ქვეითს მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა ან/და მხედველობა
3
მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია
4
ყველა ჩამოთვლილი გარემოება
#1483
რა წარმოადგენს დისკოებიანი ბატარეა?
1
კბილებიან საჩხვლეტელს
2
სფერულ დისკოებს
3
კბილებიან ფარცხებს
4
ერთად აწყობილ რამოდენიმე დისკოს
#1484
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1
მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
2
მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
3
მხოლოდ საბურავების გადახურება
4
როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება
#1485
როგორი ფორმისაა კბილებიანი ფარცხების კბილები?
1
კვადრატული
2
რომბული
3
ტრაპეციული
4
სამკუთხა
#1486
რატომ არის ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა საფრთხის შემცველი?
1
მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება
2
მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას
3
ნარკოტიკული თრობა იწვევს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფაქტორს
#1487
რას ეწოდება ფრეზის კინემატიკური რეჟიმი?
1
ფრეზის წრიული სიჩქარის ფარდობას მანქანის გადაადგილების სიჩქარესთან
2
მანქანის გადაადგილების სიჩქარის ფარდობას ფრეზის წრიულ სიჩქარესთან
3
ფრეზის წრიული სიჩქარის კვადრატის ფარდობას მანქანის სამუშაო სიჩქარესთან
4
მანქანის გადაადგილების სიჩქარის კვადრატის ფარდობას ფრეზის წრიულ სიჩქარესთან
#1488
როგორი ტიპისაა თავთავიანი კულტურების სათესების გამომთესი აპარატი?
1
ფრთებიანი
2
დისკოსებური
3
კოჭისებური
4
თეფშისებური
#1489
როგორი გამომთესი აპარატი გამოიყენება სიმინდი, მზესუმზირა, სოიო, ლობიო და სხვა სათოხნი კულტურების სათესებში?
1
კოჭისებური
2
დისკოსებური
3
თეფშისებური
4
ფრთებიანი
#1490
რა პრინციპით ხორციელდება პნევმატურ სათესებში თესლის გამოთესვა?
1
ვაკუუმის საშუალებით
2
სათესი თვლის ბრუნთა რიცხვის საშუალებით
3
ძალამრთმევი ლილვის საშუალებით
#1491
რომელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია?
1
ქვების აკრეფა და ნიადაგის ზედაპირის მოშანდაკება
2
ორმოების ამოთხრა
3
სასუქის მოფანტვა, ხვნა, ფარცხვა, თესვისწინა მოსწორება, თესვა, კულტივაცია, მოსავლის აღება
4
ბორცვების მოჭრა და დატერასება
#1492
რა დანიშნულება აქვს სათიბელას?
1
თივის ან ჩალის ღვარეულებიდან აკრეფა, დაწნეხვა და დაწნეხილი მასის შეკვრა
2
გამშრალი და ახლადმოთიბული ბალახის ზოლებად და ღვარეულებად მოგროვება
3
ბუნებრივი და ნათესი ბალახების მოთიბვა
#1493
რა არის სათიბელას ძირითადი მუშა ორგანო?
1
ჩარჩო
2
მჭრელი აპარატი
3
თითებიანი ძელი
4
ჭრის საწინააღმდეგო ფირფიტა
#1494
რა სახისაა სათიბელას მჭრელი აპარატები?
1
თითებიან-სეგმენტებიანი, უთითებო და როტაციული
2
უთითებო და როტაციული
3
კბილებიანი და თითებიან-სეგმენტიანი
4
კბილებიანი, უთითებო და როტაციული
#1495
რა დანიშნულება აქვს ფორცხებს?
1
თივის ან ჩალის ღვარეულებიდან აკრეფა
2
ღვარეულიდან მოთიბული მასის აკრეფა და მინდორში ბულულების დადგმა
3
გამშრალი და ახლადმოთიბული ბალახის ზოლებად და ღვარეულებად მოგროვება
#1496
რაში იყენებენ წნეხამკრეფებს?
1
თივის ან ჩალის ღვარეულებიდან ასაკრეფად, დასაწნეხად და დაწნეხილი მასის შესაკვრელად
2
ღვარეულიდან მოთიბული მასის ასაკრეფად და მინდორში ბულულების დასადგმელად
3
თივის ან ჩალის ზვინების დასადგმელად
4
გამშრალი და ახლადმოთიბული ბალახის ზოლებად და ღვარეულებად მოსაფორცხად
#1497
რა ოპერაციებს მოიცავს თავთავიანი კულტურების აღების ტექნოლოგია?
1
ღეროების მოჭრა, გალეწვა, ჩელხიდან მარცვლის მოცილება
2
ღეროების მოჭრა, გალეწვა, ჩელხიდან მარცვლის მოცილება და მარცვლიდან მინარევების მოცილება
3
ღეროების მოჭრა, გალეწვა, ჩელხიდან მარცვლის მოცილება და აწონვა
4
ღეროების მოჭრა, გალეწვა, მარცვლის აწონვა, თივის ბულულების დადგმა
#1498
როგორი სახის სალეწი აპარატები გამოიყენება მარცვლეულის ამღებ კომბაინში?
1
თამასებიანი და ჯაჭვებიანი
2
ჯაჭვებიანი და დეზებიანი
3
ჯაჭვებიანი, კბილებიანი და როტორული
4
თამასებიანი, კბილებიანი და როტორული