Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

B+C1 Mil კატეგორია:
რკინიგზის გადასასვლელი სულ 36 ბილეთი, გვერდი 2

#440

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს რკინიგზის გადასასვლელზე შესვლის უფლება, თუ გადასასვლელის შემდეგ წარმოქმნილია საცობი?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ იძულებული არ იქნება, გაჩერდეს მასზე.

#442

რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია:

1 მხოლოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა

2 მხოლოდ შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა

3 მხოლოდ იმ სასოფლო - სამეურნეო, საგზაო - სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გადასასვლელი, ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით რკინიგზის გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა; გ) იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა;

#444

რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემთხვევაში, საერთო განგაშის ხმოვან სიგნალს შეესაბამება:

1 ორი გრძელი და ორი მოკლე ხმოვანი სიგნალი

2 სამი გრძელი და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალი

3 ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.

#908

„რკინიგზის გადასასვლელი“ არის:

1 რკინიგზის ლიანდაგების ნებისმიერი მონაკვეთი

2 გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა

3 გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების სხვადასხვა დონეზე გადაკვეთა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 58-ე პუნქტის თანახმად, „რკინიგზის გადასასვლელი“ - გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა.

#1289

მოსახვევში მოძრაობისას როგორი პროფილის ავტოცისტერნაა უფრო მდგრადი გადაყირავების წინააღმდეგ?

1 ელიფსის ფორმის პროფილის

2 მრგვალი პროფილის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი. ელიფსის ფორმის პროფილის მქონე ავტოცისტერნის სიმძიმის ცენტრი განლაგებულია უფრო დაბლა ვიდრე მრგვალი პროფილის მქონე ავტოცისტერნის, ამიტომ ელიფსის ფორმის პროფილის მქონე ავტოცისტერნა უფრო მდგრადია გადაყირავების წინააღმდეგ.

#1291

თხევადი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ავტოცისტერნა გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ ცისტერნა შევსებულია:

1 ნახევრად

2 75%-ით

3 მთლიანად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი. ავტოცისტერნით თხევადი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ შეუვსებელ ცისტერნაში სითხეს აქვს გადაადგილების საშუალება, რაც დამატებით მომქმედ ინერციულ ძალას წარმოშობს და ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას გადაყირავების წინააღმდეგ.

#1292

მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლის მოცურება, გადაყირავება და დაკეცვა შეიძლება გამოიწვიოს:

1 მხოლოდ გადამეტებულმა სიჩქარემ

2 მხოლოდ საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ

3 მხოლოდ მკვეთრმა დამუხრუჭებამ

4 როგორც გადამეტებულმა სიჩქარემ, ასევე საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ და მკვეთრმა დამუხრუჭებამ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ დიდია ავტომატარებლის მოცურების, დაკეცვის და გადაყირავების საშიშროება. მოსახვევები უნდა გავიაროთ მდორედ, არ უნდა გავაკეთოთ მკვეთრი დამუხრუჭება, ვიმოძრაოთ დაბალი სიჩქარით. საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება, მკვეთრი დამუხრუჭება ან გადამეტებული სიჩქარე მისაბმელის დიდი ინერციის გავლენით მოსალოდნელია გახდეს ავტომატარებლის მოცურების, გადაყირავების და დაკეცვის მიზეზი.

#1293

მოლიპულ გზაზე, აღმართზე მოძრაობისას ავტომატარებლის მოცურება, გადაყირავება და დაკეცვა შეიძლება გამოიწვიოს:

1 მხოლოდ საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ

2 მხოლოდ მკვეთრმა დამუხრუჭებამ

3 როგორც საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ, ასევე მკვეთრმა დამუხრუჭებამ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ზამთრის პირობებში აღმართზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა ჩართოს დაბალი გადაცემა ან ჩართოს სარიგებელი კოლოფი, რათა გამორიცხოს აღმართზე სიჩქარის გადართვის აუცილებლობა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს წამყვანი თვლების მოცურება. აღმართზე ყინულით დაფარული გზის პირობებში ავტომობილი ვერ შეძლებს მოძრაობის განახლებას და მისაბმელი თვითნებურად დაიწყებს მოცურებს უკან. მოლიპულ გზაზე საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება ან დამუხრუჭება ასევე შეიძლება გახდეს ავტომობილის და მისაბმელის მოცურების, დაკეცვის ან გადაყირავების მიზეზი.

#1300

მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი ერთეული ავტომობილის დინამიკურ დერეფანზე მეტია:

1 5%-ით

2 10-40%-ით

3 50-70%-ით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას გამწე ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის უკანა და მისაბმელის თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი 10-40%-ით მეტია ვიდრე ერთეული ავტომობილის და ჩვეულებრივი ავტობუსის დინამიკური დერეფანი.

#1303

ავტომატარებლით და შესახსრებული ავტობუსით გასწრების დროს, გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი მიზანშეწონილია არ იყოს:

1 1 მეტრზე ნაკლები

2 1,5 მეტრზე ნაკლები

3 2 მეტრზე ნაკლები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებისათვის (საშუალებებისათვის) უნდა დატოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე. გასწრების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ სავალი ნაწილის სიგანე იძლევა საშუალებას დაიკავოს გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში გვერდითი ინტერვალი არა ნაკლები 1-1,5 მეტრი. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მძღოლებმა დამატებით უნდა გაითვალისწინონ, რომ მისაბმელის გვერდითი გადაადგილება ზრდის სატრანსპორტო შემადგენლობის დინამიკურ კარიდორს 10-40%-ით. უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს 2 მეტრზე ნაკლები.

#1310

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს:

1 საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას

2 მხოლოდ საბურავების წნევის გაზომვის შესაძლებლობას

3 მხოლოდ საბურავების დაბერვის შესაძლებლობას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას.

#1311

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად სავალდებულოა მუშა მდგომარეობაში იყოს სატრანსპორტო საშუალების:

1 მხოლოდ კარების მართვის ამძრავი და საკეტები

2 მხოლოდ სატვირთო პლატფორმის ბორტების ჩამრაზი

3 მხოლოდ ცისტერნის ჩასასხმელის ჩამრაზი

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალების კარების საკეტები, სატვირთო პლატფორმის ბორტის ჩამრაზი, ცისტერნების ჩასასხმელის ჩამრაზი, მძღოლთა და მგზავრთა სავარძლების ფიქსირებისა და რეგულირების მექანიზმები, ხმოვანი სიგნალი, საქარე მინის გაქრევისა და გათბობის მოწყობილობა, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა, კარების ავარიული გამომრთველი და გაჩერების მანიშნებელი სიგნალი, ავტობუსების ავარიული გამოსასვლელები და მათი მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობა, ავტობუსის სალონის შიგა განათების ჩამრთველები, კარების მართვის ამძრავი და მათი მუშაობის სიგნალიზაცია უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.

#1317

მოტოციკლებისა და მოპედების ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ საბურავის პროტექტორის დარჩენილი სიმაღლე:

1 0,8 მმ-ზე ნაკლებია

2 0,8 მმ-ზე მეტია, მაგრამ 1,6 მმ-ზე ნაკლებია

3 1,6 მმ-ზე მეტია, მაგრამ 2 მმ-ზე ნაკლებია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

აკრძალულია მოტოციკლებისა და მოპედების ექსპლუატაცია. თუ საბურავის პროტექტორის დარჩენილი სიმაღლე 0,8 მმ-ზე ნაკლებია.

#1319

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად სატვირთო ავტომობილებისათვის საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ:

1 1,6 მმ

2 1,0 მმ

3 2,0 მმ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ: გ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 1,0 მმ.

#1324

იმ შემთხვევაში, თუ დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტში არ არის მითითებული, სატვირთო ავტომობილის საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს:

1 15°-ს

2 20°-ს

3 25°-ს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებლის საექსპლუტაციო დოკუმენტში მოცემულ ზღვრულ მნიშვნელობას, ხოლო თუ ასეთი მნიშვნელობები არ არის მითითებული, შემდეგ ზღვრულ მნიშვნელობებს: გ) სატვირთო ავტომობილებისთვის – 25°.

#1343

ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა თუ არა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას?

1 არა, რადგან ავტომატარებლის მძღოლის გამოცდილების გამო მისი რეაქციის დრო ნაკლებია ვიდრე სხვა მძღოლების

2 დიახ, რადგან დიდი მასის გამო ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო დიდია ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა

3 არა, რადგან ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო მოკლეა ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას რადგან ავტომატერებლის დიდი მასა და მუხრუჭების რეაგირებისათვის საჭირო დრო საშუალებას არ იძლება სწრაფად დამუხრუჭების.