iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

A, A1 კატეგორია სულ 864 ბილეთი, გვერდი 30

#1042

ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა უნდა:

1 დაუყონებლივ გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი

2 ჩართოს საგაბარიტო სინათლეები

3 ჩართოს შორი განათების ფარები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.

#1043

სურათზე მითითებულ რომელ ადგილას გაჩერების შემთხვევაში დაარღვეს ბავშვთა ჯგუფის გადამყვანი ავტობუსის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არ ჩართავს საავარიო შუქსიგნალიზაციას?

1 მხოლოდ A ადგილას

2 მხოლოდ B ადგილას

3 როგორც A, ასევე B ადგილას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.

#1045

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი სურათზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

1 ვალდებულია ჩართოს მხოლოდ საავარიო შუქური სიგნალიზაცია

2 ვალდებულია მხოლოდ გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი ავტომობილის უკან, 15 მეტრის მანძილზე

3 არ არის ვალდებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია. ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება, გზის სავალ ნაწილზე: ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.

#1046

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ლავიწის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

1 მჯდომარე მდგომარეობაში

2 გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში

3 ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში

4 მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ტრანსპორტირება ლავიწის ძვლის მოტეხილობის დროს უნდა მოხდეს მჯდომარე მდგომარეობაში.

#1048

ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:

1 გზაჯვარედინზე

2 ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ

3 რკინიგზის გადასასვლელზე

4 გვირაბში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.

#1050

ჩასასხდომი ბაქანის არ არსებობის შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია:

1 მხოლოდ სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს

2 მხოლოდ სავალი ნაწილის შუაში დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულზე

3 მხოლოდ ტროტუარზე ან გვერდულაზე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ გზის სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მისი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე.

#1051

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო გონების დაკარგვის შემთხვევაში, იგი უნდა:

1 დავსვათ

2 დავაწვინოთ გვერდზე

3 დავაწვინოთ ზურგზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო, გონების დაკარგვის შემთხვევაში დაშავებული უნდა დავაწვინოთ გვერდზე.

#1054

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს გოგირდის მჟავით დაზიანებული კანის უბნები უნდა:

1 გაეწმინდოს სპირტით

2 დაუმუშავდეს იოდის ხსნარით

3 გადაერეცხოს წყლის უხვი რაოდენობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს გოგირდის მჟავით დაზიანებული კანის უბნები უნდა გადაერეცხოს წყლის უხვი რაოდენობით.

#1055

ახდენს თუ არა გავლენას მოძრაობის უსაფრთხოებაზე მძღოლის ემოციური მდგომარეობა?

1 დიახ, ახდენს

2 არ ახდენს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მძღოლის ემოციური მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

#1061

როგორ მოქმედებს მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებასა და რეაქციაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისას?

1 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო იზრდება

2 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო მცირდება

3 არ იცვლება ყურადღება და არც რეაქციის დრო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებას აქვეითებს, რეაქციის დრო ზრდის.

#1062

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს წვივის ძვლების მოტეხილობის დროს დაზიანებულ ფეხზე არტაშანი უნდა დაედოს:

1 ორივე მხრიდან ტერფიდან შუა ბარძაყამდე

2 გარე მხრიდან ტერფიდან მენჯამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლების მოტეხილობის დროს დაშავებულ ფეხზე არტაშანი უნდა დაედოს ორივე მხრიდან ტერფიდან შუა ბარძაყამდე.

#1063

აუცილებელია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურებზე სისხლდენის შემჩერებელი ლახტის დადების ზუსტი დროის აღნიშვნა?

1 აუცილებელია

2 არ არის აუცილებელი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი დადება მიზანშეწონილია კიდურის იმ ნაწილში, სადაც მხოლოდ ერთი ძვალია (მხარი, ბარძაყი). ლახტი არ იდება უშუალოდ კანზე: მის ქვეშ აუცილებლად უნდა მოთავსდეს ბამბა, ნაჭერი, ტანსაცმელი. სწორად დადებისას ჭრილობიდან წყდება სისხლდენა, პერიფერიაზე ქრება პულსაცია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლახტის დადების ზუსტი დრო.

#1064

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:

1 წვივზე, ჭრილობის ზემოთ

2 ბარძაყზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ბარძაყზე.

#1065

სატრანსპორტო საშულებაზე გადასაზიდი ტვირთის განთავსებისას ან/და დამაგრებისას ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოთხოვნის გათვალისწინება არ არის სავალდებულო?

1 საფრთხე არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე

2 არ უნდა იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ უნდა დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა

3 არ უნდა დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ხელით მისაცემი სიგნალები

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნის გათვალისწინება სავალდებულოა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები;

#1066

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა:

1 მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას

2 კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევისას

3 მაყუჩის გაუმართაობისას

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

#1067

მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა:

1 მხოლოდ მგზავრობის დაწყებამდე

2 მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობისას

3 მხოლოდ მგზავრობისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა.

#1069

მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:

1 არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი

2 დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა

3 მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში

4 დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

#1071

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შემოწმდეს პულსი?

1 ყოველ 2 წუთში

2 ყოველ 5 წუთში

3 ყოველ 6 წუთში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, ყოველ 2 წუთში ერთხელ უნდა მოხდეს პულსის შემოწმება.

#1072

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, მოთხოვნისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს:

1 ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა

2 მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

3 სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის თანახმად: 1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება: ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

#1073

ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?

1 ვალდებულია

2 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია

3 არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას

4 არ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ბ) დარწმუნდეს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.