iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

B, B1 კატეგორია:
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი სულ 24 ბილეთი, გვერდი 2

#869

მცირე კვადროციკლით, რომლის კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, 12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა ნებადართულია, თუ მცირე კვადროციკლის კონსტრუქციული სიჩქარე:

1 არა უმეტეს 25 კმ/სთ-ია

2 25 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ 45 კმ/სთ-ზე ნაკლებია

3 25 კმ/სთ-ზე მეტია, იმ პირობით რომ მძღოლს გააჩნია მცირე კვადროციკლის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.

#870

ნებადართულია თუ არა 12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა იმ მოტორიზებული ტრიციკლით ან კვადროციკლით, რომლის კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება?

1 ნებადართულია, თუ მძღოლს გააჩნია აღნიშნული ტრანსპორტის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

2 ნებადართულია ნებისმიერ შემთხვევაში

3 არ არის ნებადართული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მოტორიზრბული ტრიციკლით ან კვადროციკლით, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.

#946

სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ ტვირთი მისი უკანა გაბარიტის წერტილიდან გამოშვერილია:

1 1 მეტრზე

2 1,70 მეტრზე

3 2 მეტრზე

4 2 მეტრზე მეტად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: გ) სიგრძე - ავტომატარებელის შემთხვევაში - 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში -12 მეტრს, ან, თუ ტვირთი სატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გამოშვერილი.

#1065

სატრანსპორტო საშულებაზე გადასაზიდი ტვირთის განთავსებისას ან/და დამაგრებისას ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოთხოვნის გათვალისწინება არ არის სავალდებულო?

1 საფრთხე არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე

2 არ უნდა იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ უნდა დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა

3 არ უნდა დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ხელით მისაცემი სიგნალები

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნის გათვალისწინება სავალდებულოა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები;