აირჩიეთ კატეგორია:
B, B1 კატეგორია სულ 1083 ბილეთი, გვერდი 55
#1790
დაღმართის უსაფრთხოდ გავლას შევძლებთ, თუ ბოლომდე ავუშვებთ ფეხს აქსელერატორის სატერფულს და:
1
ავირჩევთ ისეთ გადაცემას, რომელზეც მოძრაობის დროს არ მოგვიწევს მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა
2
ვიმოძრავებთ ნეიტრალური გადაცემის გამოყენებით
3
გავთიშავთ ანთების სისტემას
#1791
მოკლე მანძილზე ცივი ძრავით მოძრაობა გარემოსთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ამ რეჟიმით მოძრაობა გულისხმობს:
1
მეტი საწვავის მოხმარებას
2
სატრანსპორტო საშუალების ანთების სისტემის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლას
3
ავტომობილის აკუმულატორის განმუხტვას
#1792
რა იწვევს ისეთ ხმაურს, რომლისგანაც თავის არიდება შესაძლებელია?
1
ხმოვანი სიგნალის გამოყენება მისალმების მიზნით
2
სატრანსპორტო საშუალების კარის დახურვა
3
ხმოვანი სიგნალის გამოყენება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად