რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანი არ მუშაობს?
1 ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - თეთრმა მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტრამვაიმ
2 ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, შემდეგ - თეთრმა მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა
3 ჯერ უნდა გაიაროს თეთრმა მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
4 ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - თეთრმა მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.