აირჩიეთ კატეგორია:
D1 კატეგორია სულ 966 ბილეთი, გვერდი 48
#1767
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საგზაო მოძრაობის მონაწილეები მიგითითებენ, რომ თქვენი სატრანსპორტო საშუალება გამოყოფს მუქი ფერის გამონაბოლქვს?
1
დაუყოვნებლივ უნდა გააჩეროთ სატრანსპორტო საშუალება და შეამოწმოთ მისი გამართულობა
2
დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ დაბალ გადაცემაზე
3
დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ მაღალ გადაცემაზე
#1768
რა უპირატესობა აქვს დაბალი სიბლანტის მქონე ძრავის ზეთების გამოყენებას?
1
ზეთის სავალდებულო გამოცვლამდე იზრდება სატრანსპორტო საშუალების გარბენი
2
მცირდება მოხმარებული საწვავის რაოდენობა
3
შესაძლებელია მათი განთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად
#1769
როგორ შევძლებთ საწვავის ეკონომიურ ხარჯვას?
1
სატრანსპორტო საშუალების სახურავზე დამაგრებული ნებისმიერი არააუცილებელი ტვირთის ან საბარგულის მოხსნით
2
სალონში განთავსებული ელექტრომოწყობილობების ჩართვით
3
მთელი წლის განმავლობაში ზამთრის საბურავებით მოძრაობით
#1770
როგორ უნდა შევამციროთ საბურავების ცვეთა?
1
საბურავებში მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ჰაერის წნევა
2
საბურავებში ჰაერის წნევის დონე უნდა შევინარჩუნოთ ინსტრუქციით განსაზღვრულ ფარგლებში
3
მთელი წლის განმავლობაში უნდა ვიმოძრაოთ ზამთრის საბურავებით
#1771
როდის არის მიზანშეწონილი შიგაწვის ძრავის გათიშვა?
1
შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გაჩერების დროს
2
სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-განტვირთვის დროს
3
ქვეითთა გადასასვლელებთან არსებულ "სდექ" ხაზებთან გაჩერების დროს
#1772
რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის მატებას?
1
ძრავის გაგრილების სისტემაში სითხის მაღალი დონე
2
საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
3
მაყუჩის გაუმართაობა
#1773
რატომ უნდა ავარიდოთ თავი სწრაფად მოძრაობას?
1
შესაძლოა დაზიანდეს საქარე მინა
2
სწრაფად მოძრაობის დროს მატულობს საბურავების და სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის ინტენსივობა
#1774
რა უნდა მოვიმოქმედოთ ჰაერის დაბინძურების მაქსიმლურად შესამცირებლად?
1
სატრანსპორტო საშუალების მაყუჩიდან მუქი ფერის გამონაბოლქვის გამოყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ გაუმართაობა
2
როდესაც გვიწევს მოცდა დიდი ხნის განმავლობაში, გადაცემათა კოლოფი გადავრთოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში და ძრავი ვამუშაოთ უქმ სვლაზე
3
ყველა გადაცემაზე ვიმოძრაოთ ძრავის მაღალი ბრუნვათა რიცხვით
#1775
სატრანსპორტო საშუალების ცივი ძრავით დაძვრისას, როგორ შევძლებთ თავი ავარიდოთ გარემოს დაბინძურებას ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ავტომობილის ძრავს?
1
დავძრათ სატრანსპორტო საშუალება და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით მანამ, სანამ ძრავი არ გათბება
2
დაძვრამდე რამდენჯერმე დავაწვეთ აქსელერატორის სატერფულს, რათა ძრავის ტემპერატურამ დროულად მიაღწიოს დადგენილ ნორმას
#1776
რა შედეგი მოჰყვება ზაფხულში ზამთრის საბურავებით მოძრაობას?
1
მცირდება სამუხრუჭე მანძილი
2
იზრდება საბურავების ცვეთა
3
იზრდება სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა
#1777
სად უნდა გავრეცხოთ სატრანსპორტო საშუალება, გარემო რომ არ დავაზიანოთ?
1
ავტოსამრეცხაოში
2
საავტომობილო პარკირების ადგილას
3
მდინარის ან წყალსაცავის ნაპირას
#1778
რა ზრდის საწვავის მოხმარებას მნიშვნელოვნად?
1
აუდიომოწყობილობის გამოყენება
2
ჰაერის გაგრილების სისტემის გამოყენება
3
ნავიგაციის მოწყობილობის გამოყენება
#1779
რა ამცირებს საწვავის დანახარჯს?
1
ავტომობილზე შესაბამისი აეროდინამიური მოწყობილობის დაყენება
2
რეკომენდებულზე ნაკლები ოქტანობის მქონე ბენზინის გამოყენება
3
მინების ჩაწევა
#1780
რა შედეგი მოჰყვება შიგაწვის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების ძრავის მაღალი ბრუნვის სიჩქარით მართვას?
1
გაუმჯობესდება ძრავის გაგრილება
2
გაიზრდება მავნე ნივთიერებების გამოყოფა
3
შემცირდება ხმაურის დონე
#1781
რა უნდა იცოდეთ კატალიზატორის შესახებ?
1
კატალიზატორის გაუმართაობა გავლენას არ ახდენს გამონაბოლქვის ტოქსიკურობის ხარისხზე
2
კატალიზატორი შეიძლება დაზიანდეს, თუ სატრანსპორტო საშუალების დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით
3
კატალიზატორში მოხვედრილი არასრული წვის პროდუქტები გავლენას არ ახდენს კატალიზატორის გამართულობაზე
#1782
როგორ შეიძლება საბურავების ცვეთის ინტენსივობის შემცირება?
1
მაღალი სიჩქარით მოძრაობით
2
საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დადგენილ დონეზე შენარჩუნებით
3
ზამთრის საბურავების ზაფხულში გამოყენებით
#1783
როგორ უნდა იქნას მიღწეული გარემოზე ზემოქმედების შემცირება?
1
საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ერთი სატრანსპორტო საშუალების გაზიარებით და მათთან ერთად მგზავრობით
2
გადატვირთული საგზაო მოძრაობის მიუხედავად, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების მართვით
3
საგზაო მოძრაობის დროს ხერგილში მოხვედრისას სატრანსპორტო საშუალების დაკეტვით და ქვეითად გზის გაგრძელებით
#1784
რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მიერ საწვავის მოხმარების გაზრდას?
1
მინების დაკეტვა
2
მგზავრთა რაოდენობის ან/და გადასაზიდი ტვირთის მატება
3
საბურავებში ჰაერის წნევის დონის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
#1785
როგორ შევძლებთ საწვავის დაზოგვას?
1
საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დონის ინსტრუქციით განსაზღვრულ დონეზე მეტად შემცირებით
2
სახურავზე დამაგრებული საბარგულის ან თხილამურების სამაგრის მოხსნით
3
მოძრაობის დროს უმაღლეს გადაცემაზე გადართვისგან თავის არიდებით
#1786
რომელი ქცევა მიუთითებს გარემოზე ზრუნვაზე?
1
მგზავრობისათვის არჩევანის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთება
2
ინტენსიური მოძრაობისას წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებიდან მინიმალურად დასაშვები დისტანციის შენარჩუნება