Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია სულ 33 ბილეთი, გვერდი 2

#1304

ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მძღოლმა უნდა მოახდინოს:

1 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით თვლების სრულ ბლოკირებამდე

2 თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მიიღწევა თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე.

#1307

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:

1 იზრდება

2 მცირდება

3 არ იცვლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა მცირდება.

#1381

რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?

1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე

2 მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე

3 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სამუხრუჭო მანძილის მნიშვნელობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე, ასევე გზის საფარის მდგომარეობაზე და სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე.

#1428

ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:

1 საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა

2 სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება

3 სამუხრუჭო მანძილის შემცირება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭო სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შენცირება.

#1501

რა ჯგუფებად იყოფა სიმინდის ასაღები მანქანები?

1 კომბაინები, ტაროს საწმენდები, სალეწები, საშრობები

2 კომბაინები და სალეწები

3 კომბაინები და ტაროს საწმენდები

4 სამკალები და საწმენდ-სახარისხებლები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სიმინდის ასაღები მანქანებია შემდეგიჯგუფის: კომბაინები, ტაროს საწმენდები, სალეწები და საშრობები.

#1502

კომბაინით ჭარხლის აღების დროს ხდება შემდეგი ოპერაციები:

1 ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება და ღვარეულებად დაყრა

2 ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება, მიწისგან გასუფთავება, ფოჩების მოჭრა და ჭარხლის ძირხვენების შეგროვება ბუნკერში

3 ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება, მიწისგან გასუფთავება და ღვარეულებად დაყრა

4 ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება და შეგროვება ბუნკერში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

კომბაინით ჭარხლის აღების დროს ხდება შემდეგი ოპერაციები: ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება, მიწისგან გასუფთავება, ფოჩების მოჭრა და ჭარხლის ძირხვენების შეგროვება ბუნკერში.

#1503

ძირხვენების ამოღების როგორ ხერხებს ანსხვავებენ?

1 ნაკადურს და ნახევრად ნაკადურს

2 ნაკადურ-გადატვირთვის

3 ნაკადურს და ნაკადურ-გადატვირთვის

4 ნაკადურს, გადატვირთვის, ნაკადურ-გადატვირთვის და ნახევრად ნაკადურს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ძირხვენების ამოღების ხერხებია ნაკადური, გადატვირთვის, ნაკადურ-გადატვირთვის და ნახევრად ნაკადური.

#1504

კარტოფილის აღების როგორი მეთოდები არსებობს?

1 ორფაზა, ნაკადური და კომბინირებული

2 ორფაზა და კომბინირებული

3 კომბინირებული

4 ნაკადური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

კარტოფილის აღებისმეთოდები არსებობს: ორფაზა, ნაკადური და კომბინირებული.

#1505

ჩაის ფოთლის საკრეფი როგორი მანქანები არსებობს?

1 თვითმავალი

2 მისაბმელი

3 ხელისა და მობილური

4 ნახევრად მისაბმელი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ჩაის ფოთლის საკრეფი მანქანები არსებობს ხელისა და მობილური.

#1506

რა არის სასოფლო სამეურნეო აგრეგატი?

1 ტრაქტორს + სასოფლო სამეურნეო მანქანა

2 ტრაქტორს + ტრაქტორი

3 გუთანს + ფარცხი

4 გუთანს + ფარცხი + სათესი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სასოფლო სამეურნეო აგრეგატია ტრაქტორს + სასოფლო სამეურნეო მანქანა.

#1507

დაასახელეთ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ენერგეტიკული საშუალება:

1 მისაბმელი

2 გუთანი

3 ტრაქტორი, მოტობლოკი, თვითმავალი შასი

4 გუთანი, ფარცხი და სათესი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ენერგეტიკული საშუალებაა ტრაქტორი, მოტობლოკი და თვითმავალი შასი.

#1695

თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:

1 ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე

2 დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე

3 სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.

#1728

თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):

1 მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება

2 მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე

3 ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS) აღჭურვილი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ სამართავია.