Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
სამედიცინო დახმარება სულ 127 ბილეთი, გვერდი 3

#1277

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქ სიგნალზე?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.

#1280

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა:

1 რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით

2 დაშავებული დავაყენოთ მუხლებზე სახით დაბლა და რამდენჯერმე მუშტი დავარტყათ ზურგზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით.

#1283

ნებადართულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა?

1 ნებადართულია

2 არ არის ნებადართული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა ნებადართული არ არის.

#1284

არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:

1 გასწორებული ხელი ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე

2 იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე.

#1389

მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?

1 2 მ

2 5 მ

3 10 მ

4 15 მ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 15 მეტრის მანძილზე.

#1390

რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?

1 1.5 მ

2 2 მ

3 5 მ

4 10 მ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 1,5 მეტრის მანძილზე.

#1391

მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკალატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მართულებს შორის არა ნაკლებია:

1 1.5 მ

2 2 მ

3 5 მ

4 10 მ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკალატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მართულებს შორის არა ნაკლებ 2 მეტრია.

#1392

ექსკალატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს:

1 მხოლოდ აფთიაქით

2 მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით

3 როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ექსკავატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით.

#1393

უნდა იცოდეს თუ არა ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები?

1 არ არის აუცილებელი

2 დიახ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები უნდა იცოდეს.

#1394

როდის უნდა ჩაირთოს საჭირო გადაცემა ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის?

1 დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ

2 დახრილ ზედაპირზე მოძრაობისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის საჭირო გადაცემა უნდა ჩაირთოს დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ.

#1395

ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას უნდა:

1 გაიზარდოს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე

2 შემცირდეს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას თქვენ უნდა შეამციროთ ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე.

#1396

ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ:

1 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 15°-ზე მეტია

2 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია

3 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 30°-ზე მეტია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია.

#1397

ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ:

1 ფერდობზე მუშაობა პარალელური დახრილობისას 16° მეტია

2 ფერდობზე მუშაობა პარალელური დახრილობისას 20° მეტია

3 ფერდობზე მუშაობა პარალელური დახრილობისას 24° მეტია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია ფერდობზე, 16°-ზე მეტი პარალელური დახრილობისას.

#1398

დასაშვებია თუ არა მოხვევის განხორციელება ბულდოზერის და საფხიერებელი კბილის ღრმა ნაყარით?

1 დიახ

2 არა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის და საფხიერებელი კბილის ღრმა ნაყარით მოხვევის განხორციელება დასაშვები არ არის.

#1399

ბულდოზერის რამდენი საათის მუშაობის შემდეგ ტარდება პირველი ტექნიკური მომსახურება?

1 მუშაობის 40 საათის შემდეგ

2 მუშაობის 50 საათის შემდეგ

3 მუშაობის 75 საათის შემდეგ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის პირველი ტექნიკური მომსახურება ტარდება 50 საათის მუშაობის შემდეგ.

#1400

ბულდოზერის რამდენი საათის მუშაობის შემდეგ ტარდება მეორე ტექნიკური მომსახურება?

1 მუშაობის 250 საათის შემდეგ

2 მუშაობის 300 საათის შემდეგ

3 მუშაობის 350 საათის შემდეგ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის მეორე ტექნიკური მომსახურება ტარდება 250 საათის მუშაობის შემდეგ.

#1401

ბულდოზერის რამდენი საათის მუშაობის შემდეგ ტარდება მესამე ტექნიკური მომსახურება?

1 მუშაობის 500 საათის შემდეგ

2 მუშაობის 750 საათის შემდეგ

3 მუშაობის 1000 საათის შემდეგ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის მესამე ტექნიკური მომსახურება ტარდება 1000 საათის მუშაობის შემდეგ.

#1402

ბულდოზერის ტრანსპორტირება შესაძლებელია?

1 მხოლოდ თავისი სვლით

2 მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით

3 მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტით

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებიმიერი ხერხით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის ტრანსპორტირება შესაძლებელია როგორც თავისი სვლით, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით.

#1522

მანქანის გამოსადეგობის ვადა წარმოადგენს:

1 მანქანის ექსპლოატაციის კალენდარულ ხანგრძლივობას იმ მომენტამდე, როცა მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები აღწევს ზღვრულ მნიშვნელობას

2 მისი მორალური ცვეთის ვადას

3 სეზონური ტექნიკური მომსახურებებს შორის დროის შუალედს

4 მანქანის სამსახურის საგარანტიო ვადას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მანქანის გამოსადეგობის ვადა წარმოადგენს მანქანის ექსპლოატაციის კალენდარულ ხანგრძლივობას იმ მომენტამდე, როცა მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები აღწევს ზღვრულ მნიშვნელობას.

#1523

მანქანათა ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს ოპერაციათა გარკვეულ ერთობლიობას:

1 რომელთა ჩატარებაც უზრუნველყოფს მანქანის მუშაუნარიანობის შენარჩუნებას

2 რომელთა ჩატარებაც აუცილებელია მანქანათა საიმედობის გაზრდისთვის

3 დიაგონალური და საქცევური

4 რომელთა ჩატარებაც აუცილებელია მანქანის გამოსახმარისებისთვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მანქანათა ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს ოპერაციათა გარკვეულ ერთობლიობას რომელთა ჩატარებაც უზრუნველყოფს მანქანის მუშაუნარიანობის შენარჩუნებას.