გზაზე მყოფი ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოპედის მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგამ ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით.
ბმული ბილეთზე:
#1804
ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოპედის მძღოლმა უნდა:
1შეწყვიტოს მოძრაობა, რადგან ღორღიან გზაზე აკრძალულია მოპედით მოძრაობა
2გაზარდოს მოძრაობის სიჩქარე, რათა ნაკლებად საგრძნობი გახდეს გზის საფარის გავლენა საჭეზე
3შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს
მოპედის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საბურავის პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა, ასევე მოპედის მართვადობის გაუარესება.
ბმული ბილეთზე:
#1806
აკრძალულია მოპედით იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გადმოშვერილია სიგანეზე ან სიგრძეზე გაბარიტებს გარეთ:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგისა და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მსუბუქი კვადროციკლისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება ან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს მართვაში ხელი შეუშალოს ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება აგრეთვე მოტოციკლისა და მოპედის მძღოლების მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მათ საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალების ხელით მიცემა
ბმული ბილეთზე:
#1807
სავალდებულოა თუ არა მოპედის მძღოლებისთვის, ასევე მათი მგზავრებისთვის სპეციალური ჩაფხუტის გამოყენება?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.
ბმული ბილეთზე:
#1808
ქვემოთ ჩამოთვლილ გზის რომელ ელემენტზეა დასაშვები მოპედით მოძრაობა?
1გზის სავალ ნაწილზე
2ველოსიპედის ბილიკზე (ველობილიკზე) და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით.
ბმული ბილეთზე:
#1809
მოპედის კონსტრუქციული სიჩქარე:
1აღემატება 45 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 55 კმ/სთ-ს
2აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს
3აღემატება 50 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 75 კმ/სთ-ს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 42. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს. სამთვლიან მოპედთან გათანაბრებულია მსუბუქი კვადროციკლი.
ბმული ბილეთზე:
#1810
ჩამოთვლილთაგან, რომელ ადგილებშია აკრძალული მოპედის გაჩერება?
1მხოლოდ სავალი ნაწილების გადაკვეთაზე
2მხოლოდ ქვეითთა გადასასვლელებზე ან მის წინ 5 მეტრზე ახლოს
3მხოლოდ ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, თუ ამისათვის სპეციუალური ადგილი არ არის გამოყოფილი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ��.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს ��.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია ��) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის ��.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია;
ბმული ბილეთზე:
#1811
"AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადაა:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბ) „AM“, „A“, „B“, „BE“, „T“, „S“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);