iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

D1 კატეგორია სულ 966 ბილეთი, გვერდი 26

#879

უპირატესობა (პრიორიტეტი) არის:

1 საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განახორციელოს მანევრი, თუკი ეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის უეცრად შეცვალოს სიჩქარე ან მიმართულება

2 საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 84-ე პუნქტის თანახმად, უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით.

#880

„ავტობუსი’’ არის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია:

1 მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება

2 მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება

3 ტვირთის გადასაზიდად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 12 000 კგ-ს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება.

#881

“ავტომატარებელი” არის:

1 ავტობუსის 1200 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია

2 სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია

3 მსუბუქი ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია.

#883

„არასაკმარის ხილვადობად“ ითვლება გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, გზის ხილვადობის შემცირება:

1 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

2 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

3 600 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება.

#884

„გამყოფი ზოლი“ არის:

1 გზის ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გამოიყენება

2 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს გზის სავალი ნაწილი

3 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

#885

„გასწრება“ ნიშნავს:

1 დაკავებული ზოლიდან გამოსვლით, იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით, წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას

2 თანხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფ მოძრაობას, ვიდრე სავალი ნაწილის ნაპირთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა

3 მეზობელ მოძრაობის ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გასწრება - დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.

#886

„გაჩერება“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას სატრანსპორტო ნაკადში

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებელის მოთხოვნათა გამო

3 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.

#887

გარდა სავალი ნაწილისა, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელ ელემენტს შეიძლება მოიცავდეს გზა?

1 მხოლოდ ტრამვაის ლიანდაგს და ტროტუარს

2 მხოლოდ გვერდულას და გამყოფ ზოლს

3 მხოლოდ ველობილიკს

4 როგორც ტრამვაის ლიანდაგს, ასევე ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გზა - მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.

#888

„გზაჯვარედინი“ არის:

1 ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით

2 მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელებისა და გზების კვეთა

3 სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილების კვეთა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი - ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.

#890

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე, იგი უნდა:

1 დავაწვინოთ ზურგზე მუხლებქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

2 დავაწვინოთ გვერდზე დაუზიანებელ მხარეს, დავადოთ დაშავებულ ადგილზე ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე მუხლებ ქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

#891

„დასახლებული პუნქტი“ არის:

1 ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი

2 ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის

3 განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, დასახლებული პუნქტი - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.

#892

„დატვირთული მასა“ არის:

1 სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგითა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტით

2 ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე

3 მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) - მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით.

#893

„დაუტვირთავი მასა“ არის:

1 ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით

2 მოცემულ დროის მონაკვეთში დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით

3 სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) - ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.

#894

„დგომა“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტას 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, დგომა - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.

#895

„დღე-ღამის ბნელი დრო“ ნიშნავს:

1 დროის შუალედს 18 საათიდან 24 საათამდე

2 დროის შუალედს გათენებიდან დაბინდებამდე

3 დროის შუალედს დაბინდებიდან გათენებამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელი დრო - დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე.

#896

„ველობილიკი“ არის:

1 ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან

2 გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) - ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.

#897

„იძულებითი გაჩერება“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 26-ე პუნქტის თანახმად, იძულებით გაჩერება - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.

#898

„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:

1 ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე

2 მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი

3 სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა”- მითითებული სიჩქარე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.

#899

ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი?

1 მხოლოდ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება

2 მხოლოდ წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არსათანადოდ დაცული დისტანცია

3 მხოლოდ მძღოლის უყურადღებობა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო.

#900

„მიმდებარე ტერიტორია“ არის:

1 ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა)

2 გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა)

3 ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 38-ე პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა)