iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

გაჩერება დგომა ბილეთი #894 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#894

„დგომა“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტას 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, დგომა - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.