iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

T, S კატეგორია სულ 1021 ბილეთი, გვერდი 41

#1438

რომელ სიჩქარეზე ანვითარებს მუხლუხა ტრაქტორი ნომინალურ წევის ძალას?

1 3 კმ/სთ სიჩქარისას

2 5 კმ/სთ სიჩქარისას

3 20 კმ/სთ სიჩქარისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მუხლუხა ტრაქტორი ნომინალურ წევის ძალას ანვითარებს 5 კმ/სთ სიჩქარისას.

#1439

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს:

1 სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას

2 სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას

3 სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

#1440

მუშა ორგანოს გადაადგილების წესის მიხედვით საგზაო-სამშენებლო მანქანები იყოფა:

1 აქტიურ და პასიურ ჯგუფებად

2 მხოლოდ აქტიურ ჯგუფად

3 მხოლოდ პასიურ ჯგუფად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საამშენებლო მანქანები მუშა ორგანოს გადაადგილების წესის მიხედვით იყოფა აქტიურ და პასიურ ჯგუფებად.

#1441

მიწასათხრელი მანქანები იყოფა:

1 ერთციცხვიან და ორციცხვიან ჯგუფებად

2 ორციცხვიან და სამციცხვიან ჯგუფებად

3 ერთციცხვიან და მრავალციცხვიან ჯგუფებად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მიწასათხრელი მანქანები იყოფა ერთციცხვიან და მრავალციცხვიან ჯგუფება.

#1442

ექსკავატორი ითვლება უნივერასალურად, თუ მასზე შეიძლება დავაყენოთ:

1 არანაკლებ სამი მუშა ორგანო

2 არანაკლებ ოთხი მუშა ორგანო

3 არანაკლებ ხუთი მუშა ორგანო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ექსკავატორი ითვლება უნივერასალურად, თუ მასზე შეიძლება დავაყენოთ არა ნაკლები ოთხი მუშა ორგანო.

#1443

რამდენია ერთციცხვიანი ექსკავატორების მასა?

1 300 კგ-დან 15000 ტონამდე

2 400 კგ-დან 10000 ტონამდე

3 500 კგ-დან 12000 ტონამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ერთციცხვიანი ექსკავატორების მასაა 300 კგ-დან 15000 ტონამდე.

#1444

რამდენია ერთციცხვიანი ექსკავატორების სიმძლავრე?

1 10-დან 1200 კვტ-მდე

2 5-დან 2200 კვტ-მდე

3 15-დან 1500 კვტ-მდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ერთციცხვიანი ექსკავატორების სიმძლავრეა 5- დან 2200 კვტ-მდე.

#1445

რამდენია ერთციცხვიანი ექსკავატორების მწარმოებლობა?

1 10-დან 15000 მ³/სთ-მდე

2 20-დან 18000 მ³/სთ-მდე

3 30-დან 2000 მ³/სთ-მდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ერთციცხვიანი ექსკავატორების მწარმოებლობაა 10-დან 15000 მ³/სთ-მდე.

#1446

რამდენია მრავალციცხვიანი ექსკავატორების მასა?

1 600 დან 15000 ტონამდე

2 400 დან 8600 ტონამდე

3 500 დან 9000 ტონამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მრავალციცხვიანი ექსკავატორების მასაა 600 დან 15000 ტონამდე.

#1447

რამდენია ერთციცხვიანი ექსკავატორების სიმძლავრე?

1 10000 კვ-მდე

2 50000 კვ-მდე

3 9200 კვ-მდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ერთციცხვიანი ექსკავატორების სიმძლავრეა 9200 კვ-მდე.

#1448

რომელი ინდექსით აღინიშნება ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური?

1 A ინდექსით

2 B ინდექსით

3 C ინდექსით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური აღინიშნება B ინდექსით.

#1449

რა დადებითი მხარე აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენებას ზამთრის პერიოდში?

1 გამოირიცხება სატრანსპორტო საშუალების გვერდითი მოცურების საფრთხე

2 შესაძლებელი ხდება ნებისმიერ ამინდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარით

3 მცირდება მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალისა და ბუქსაობის შესაძლებლობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენება ზამთრის პერიოდში ამცირებს მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალსა და ბუქსაობის შესაძლებლობას.

#1450

როგორი მართვის სისტემა აქვს ბულდოზერის ამწე სამართავ მექანიზმებს?

1 ბაგირული

2 ჰიდრავლიკური

3 ბაგირული და ჰიდრავლიკური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის ამწე სამართავი მექანიზმები არის ბაგირული და ჰიდრავლიკური მართვის.

#1451

როგორია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის მართვის ნორმალური სიმძლავრე?

1 30 კვტ

2 44 კვტ

3 60 კვტ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის მართვის ნორმალური სიმძლავრეა 44 კვტ.

#1452

როგორია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის გადაადგილების უდიდესი სიჩქარე?

1 15 კმ/სთ

2 19 კმ/სთ

3 25 კმ/სთ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის გადაადგილების უდიდესი სიჩქარეა 19 კმ/სთ.

#1453

რამდენია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის სატვირთავი ციცხვის ტევადობა?

1 3 მ³

2 10 მ³

3 0,5 მ³

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის სატვირთავი ციცხვის ტევადობაა 0,5 მ³.

#1454

რამდენია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის თხრის მაქსიმალური სიღრმე სპეციალური ციცხვით?

1 2,5 მ

2 3,5 მ

3 4,5 მ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სპეციალური ციცხვით, უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის თხრის მაქსიმალური სიღრმეა 3,5 მ.

#1455

რამდენია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის ჩამოცლის მაქსიმალური სიმაღლე სპეციალური ციცხვით?

1 2,5 მ

2 3,5 მ

3 4,5 მ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სპეციალური ციცხვით, უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის ჩამოცლის მაქსიმალური სიმაღლეა 2,5 მ.

#1456

რა სახის შეიძლება იყოს არხსაწმენდები?

1 უწყვეტი და ციკლური მოქმედების

2 წრიული

3 ჯაჭვური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

არხსაწმენდები გვხვდება უწყვეტი და ციკლური მოქმედების.

#1457

როდის გამოიყენება არხისშიდა არხსაწმენდები?

1 სავალ ნაწილის ფერდზე

2 როდესაც ბერმებზე და ნაპირზე გავლა შეუძლებელია

3 როდესაც არხის სიგანე ნაკლებია მუხლუხებს შორის მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

არხისშიდა არხსაწმენდები გამოიყენება როდესაც ბერმებზე და ნაპირზე გავლა შეუძლებელია.