iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

T, S კატეგორია სულ 1021 ბილეთი, გვერდი 40

#1417

თუ პნევმოთვლის მოდელის აღნიშვნაა 21,0 – 25,0, რას აღნიშნავს პირველი რიცხვი?

1 გარე დიამეტრს

2 პროფილის სიგანეს

3 სტატიურ რადიუსს

4 ფენობრივ ნორმას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ პნევმოთვლის მოდელის აღნიშვნაა 21,0 – 25,0 პირველი ციფრი აღნიშნავს პროფილის სიგანეს.

#1418

რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან სკრეპერები?

1 ერთჩამჩიან და მრავალჩამჩიან მიწასათხრელ მანქანებს

2 მიწასათხრელ-სატრანსპორტო მანქანებს

3 გრუნტის გასამკვრივებელ მანქანებს

4 გრუნტის ჰიდრავლიკურ დასამუშავებელ მანქანებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სკრეპერები მიეკუთვნებიან მიწასათხრელ-სატრანსპორტო მანქანების ჯგუფს.

#1419

გრუნტის ჭრის სახეობა არის:

1 თავისუფალი

2 ნახევრად ბლოკირებული

3 ბლოკირებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

გრუნტის ჭრის სახეობა არის - თავისუფალი.

#1420

რამდენი საცვლელი სამუშაო ორგანო აქვს უნივერსალურ ერთჩამჩიან ექსკავატორს?

1 3-ზე ნაკლები

2 3 ან 3-ზე მეტი

3 2-დან 5-მდე

4 1-დან 3-მდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უნივერსალურ ერთჩამჩიან ექსკავატორს აქვს 3 ან 3-ზე მეტი საცვლელი სამუშაო ორგანო.

#1421

ბაგირული დაკიდების ერთჩამჩიანი ექსკავატორის ძირითადი ნაწილები არის:

1 სავალი მოწყობილობა

2 საყრდენ-საბრუნი

3 ამძრავი

4 ტრანსმისია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბაგირული დაკიდების ერთჩამჩიანი ექსკავატორის ძირითადი ნაწილია საყრდენ-საბრუნი.

#1422

ერთჩამჩიანი უნივერსალური ექსკავატორის სამუშაო ორგანოები არის:

1 ჩამჩა შემობრუნებული ნიჩბით

2 ჩამჩა პირდაპირი ნიჩბით

3 დრაგლაინი

4 გრეიფერი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ერთჩამჩიანი უნივერსალური ექსკავატორის სამუშაო ორგანოა - დრაგლაინი.

#1423

უწყვეტი ქმედების ექსკავატორების მჭრელ ელემენტს წარმოადგენს:

1 ჩამჩები

2 საფხეკი

3 საჭრისებრი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უწყვეტი ქმედების ექსკავატორების მჭრელ ელემენტს წარმოადგენს - საფხეკი.

#1424

გრეიდერის კლასიფიკაცია ხდება:

1 გადაადგილების მიხედვით

2 ფრთის სიგრძის მიხედვით

3 მასის მიხედვით

4 მართვის ტიპის მიხედვით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

გრეიდერის კლასიფიკაცია ხდება ფრთის სიგრძის მიხედვით.

#1425

ავტოგრეიდერების თვლების ფორმულაა A x B x C, სადაც B არის:

1 მიმართველი ღერძების რიცხვი

2 წამყვანი ღერძების რიცხვი

3 საერთო ღერძების რიცხვი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ავტოგრეიდერების თვლების ფორმულაა A х Б х В, სადაც Б არის წამყვანი ღერძების რიცხვი.

#1426

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?

1 მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით

2 ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით

3 მდორე აჩქარება მდორე შენელებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას საწვავის ნაკლებ ხარჯს უზრუნველყოფს მართვის სტილი მდორე აჩქარება მდორე შენელებით.

#1427

როგორი ქმედების მანქანას წარმოადგენს სკრეპერი?

1 უწყვეტი

2 ციკლური

3 ნახევრადციკლური

4 როტორული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სკრეპერი წარმოადგენს ციკლური ქმედების მანქანას.

#1428

ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:

1 საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა

2 სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება

3 სამუხრუჭო მანძილის შემცირება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭო სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შენცირება.

#1429

გადაადგილების ხერხის მიხედვით სკრეპერები იყოფიან?

1 მხოლოდ მისაბმელ და ნახევარმისაბმელ სკრეპერებად

2 მისაბმელ, ნახევარმისაბმელ და თვითმავალ სკრეპერებად

3 მხოლოდ თვითმავალ და მისაბმელ სკრეპერებად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

გადაადგილების ხერხის მიხედვით სკრეპერები იყოფიან მისაბმელ, ნახევარმისაბმელ და თვითმავალ სკრეპერებად.

#1430

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაში არ უნდა მისცეს მძღოლმა მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მანევრის დაწყებამდე?

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის უკან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიგნალმა შეიძლება შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.

#1432

მართვის სისტემის მიხედვით სკრეპერები გვხვდება?

1 მექანიკური მართვის

2 ჰიდრავლიკური მართვის

3 ელექტრო-ჰიდრავლიკური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მართვის სისტემის მიხედვით სკრეპერები გვხვდება - ჰიდრავლიკური მართვის.

#1433

ჩამოთვლილიდან რომელი ტუმბოები გამოიყენება მოცულობით ჰიდროამძრავებში?

1 ფრთიანი

2 კბილანური

3 ლარტყული

4 ფირფიტებიანი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოცულობით ჰიდროამძრავებში გამოყენებულია კბილანური ტუმბოები.

#1434

როგორ გრუნტში გამოიყენება მრავალსაყრდენიანი მუხლუხა სავალი მოწყობილობა?

1 რბილ გრუნტებში

2 საშუალო გრუნტებში

3 თიხნარში

4 მკვრივ გრუნტებში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მრავალსაყრდენიანი მუხლუხა სავალი მოწყობილობა გამოიყენება რბილ გრუნტებში.

#1435

რა ნაწილებისაგან შედგება ბულდოზერის მოწყობილობა?

1 მბიძგავი ძელისაგან

2 ირიბანა

3 ფრთისგან

4 ჰიდროცილინდრისგან

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის მოწყობილობის შემადგენელი ნაწილია ირიბანა.

#1436

რომელ სიჩქარეზე ანვითარებს თვლიანი ტრაქტორი ნორმალურ წევის ძალას?

1 10-12 კმ/სთ სიჩქარისას

2 3-4 კმ/სთ სიჩქარისას

3 6-9 კმ/სთ სიჩქარისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თვლიანი ტრაქტორი ნორმალურ წევის ძალას ანვითარებს 6-9 კმ/სთ სიჩქარისას.

#1437

რა მაქსიმალური სიჩქარით არის დაშვებული თვლიანი ტრაქტორის გზაზე გადაადგილება?

1 20 კმ/სთ სიჩქარით

2 40 კმ/სთ სიჩქარით

3 10 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თვლიანი ტრაქტორის გზაზე გადაადგილება დაშვებულია 40 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით.