iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

T, S კატეგორია სულ 1021 ბილეთი, გვერდი 45

#1519

ტექნიკურ ნაკეთობას ეწოდება მუშაუნარიანი თუ:

1 მას შეუძლია შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებით არის დადგენილი

2 ის აკმაყოფილებს გარეგანი დიზაინის მოთხოვნებს

3 ის აკმაყოფილებს უსაფრთხოების ტექნიკის ყველა მოთხოვნას

4 არ არის გასული მისი მორალური ცვეთის ვადა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტექნიკურ ნაკეთობას ეწოდება მუშაუნარიანი, თუ მას შეუძლია შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებით არის დადგენილი.

#1520

მტყუნება ეწოდება:

1 მანქანის გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნას

2 მანქანის რესურსის ამოწურვას

3 ტექნიკური ნაკეთობის ენერგეტიკული მაჩვენებლების გაუარესებას

4 მოვლენას, რომელიც იწვევს ტექნიკური ნაკეთობის მუშაუნარიანობის დაკარგვას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მტყუნება ეწოდება მოვლენას, რომელიც იწვევს ტექნიკური ნაკეთობის მუშაუნარიანობის დაკარგვას.

#1521

საიმედობა წარმოადგენს მანქანის:

1 თვისებას, შეინარჩუნოს მოცემული ფუნქციის შესრულების უნარი საექსპლოატაციო მაჩვენებლების შეცვლის გარეშე

2 მდგრადი მოძრაობის შენარჩუნების უნარს

3 მუშა ორგანოების უმტყუვნო მუშაობის უნარს დროის განსაზღვრულ შუალედში

4 მოცემული პროცესის მაღალხარისხოვნად შესრულების უნარს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საიმედობა წარმოადგენს მანქანის თვისებას, შეინარჩუნოს მოცემული ფუნქციის შესრულების უნარი საექსპლოატაციო მაჩვენებლების შეცვლის გარეშე.

#1522

მანქანის გამოსადეგობის ვადა წარმოადგენს:

1 მანქანის ექსპლოატაციის კალენდარულ ხანგრძლივობას იმ მომენტამდე, როცა მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები აღწევს ზღვრულ მნიშვნელობას

2 მისი მორალური ცვეთის ვადას

3 სეზონური ტექნიკური მომსახურებებს შორის დროის შუალედს

4 მანქანის სამსახურის საგარანტიო ვადას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მანქანის გამოსადეგობის ვადა წარმოადგენს მანქანის ექსპლოატაციის კალენდარულ ხანგრძლივობას იმ მომენტამდე, როცა მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები აღწევს ზღვრულ მნიშვნელობას.

#1523

მანქანათა ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს ოპერაციათა გარკვეულ ერთობლიობას:

1 რომელთა ჩატარებაც უზრუნველყოფს მანქანის მუშაუნარიანობის შენარჩუნებას

2 რომელთა ჩატარებაც აუცილებელია მანქანათა საიმედობის გაზრდისთვის

3 დიაგონალური და საქცევური

4 რომელთა ჩატარებაც აუცილებელია მანქანის გამოსახმარისებისთვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მანქანათა ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს ოპერაციათა გარკვეულ ერთობლიობას რომელთა ჩატარებაც უზრუნველყოფს მანქანის მუშაუნარიანობის შენარჩუნებას.

#1524

გამოყენებული ენერგიის წყაროს მიხედვით სასოფლო-სამეურნეო აგრეგატი შეიძლება იყოს:

1 თბური, ელექტრული, ჰიდრავლიკური, საჭაპანე

2 ბენზინის, დიზელის, ნავთის, ხის სპირტის

3 მობილური და სტაციონარული

4 მარტივი, კომპლექსური, კომბინირებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

გამოყენებული ენერგიის წყაროს მიხედვით სასოფლო-სამეურნეო აგრეგატი შეიძლება იყოს თბური, ელექტრული, ჰიდრავლიკური და საჭაპანე.

#1525

ტრაქტორების და ავტომობილების ტექწნიკური მომსახურების სისტემაში შედის:

1 გამოსახმარისება, ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება

2 ტექნიკური დათვალიერება, ყოველი ცვლის და სეზონური ტექნიკური მომსახურება

3 გამოსახმარისება, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება

4 დიაგნოსტიკა, ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტრაქტორების და ავტომობილების ტექწნიკური მომსახურების სისტემაში შედის: დიაგნოსტიკა, ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება.

#1526

ტრაქტორების ტექნიკური დიაგნოსტიკა წარმოადგენს:

1 მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის პროცესს დაუშლელად

2 მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის პროცესს დაშლის საშუალებით

3 მათი ტექნიკური მდგომარეობის პროგნოზირების პროცესს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტრაქტორების ტექნიკური დიაგნოსტიკა წარმოადგენს მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის პროცესს დაუშლელად.

#1527

მანქანათა სისტემების ოპტიმიზაციის ამოცანის მიზანს წარმოადგენს:

1 მოცემული პირობებისათვის ისეთი მანქანათა სისტემის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას, შრომითი რესურსების ეკონომიური გამოყენებით

2 მოცემული პირობებისათვის ისეთი მანქანათა სისტემის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს მოცემული პროდუქციის წარმოებას, ისე, რომ რომელიმე კრიტერიუმი მიაღწევს მინიმალურ მნიშვნელობას

3 მოცემული პირობებისათვის ისეთი მანქანათა სისტემის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას, ხელის შრომის გამორიცხვით

4 მოცემული პირობებისათვის ისეთი მანქანათა სისტემის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს რაღაც სახის პროდუქციის წარმოებას, ენერგომატარებლების დაზოგვით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მანქანათა სისტემების ოპტიმიზაციის ამოცანის მიზანს წარმოადგენს მოცემული პირობებისათვის ისეთი მანქანათა სისტემის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს მოცემული პროდუქციის წარმოებას, ისე, რომ რომელიმე კრიტერიუმი მიაღწევს მინიმალურ მნიშვნელობას.

#1528

აგრეგატებს გააჩნიათ შემდეგი საესპლუატაციო თვისებები:

1 ა) აგროტექნოლოგიური; ბ) ენერგეტიკული; გ) მანევრული; დ) ტექნიკური; ე) ტექნიკო-ეკონომიური; ვ) აგრონომიკული

2 ა) მობილური; ბ) სტაციონარული; გ) კომპლექსური; დ) კომბინირებული

3 ა) უნივერსალური. ბ) მისაბმელი; გ) საკიდი, დ. ნახევრად საკიდი

4 ა) ერთგვაროვანი, ბ) მრავალმანქანიანი, გ) კომბინირებული დ) უნივერსალური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

აგრეგატებს გააჩნიათ შემდეგი საესპლუატაციო თვისებები: ა. აგროტექნოლოგიური; ბ. ენერგეტიკული; გ. მანევრული; დ. ტექნიკური; ე. ტექნიკო-ეკონომიური; ვ. აგრონომიკული.

#1529

ტექნოლოგიური მანქანების ხვედრით წინააღმდეგობაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები:

1 ა) ორგანიზაციული; ბ) სამეურნეო; გ) კონსტრუქციული

2 ა) ბუნებრივ-კლიმატური; ბ) კონსტრუქციული; გ) საექსპლოატაციო

3 ა) ბუნებრივ-კლიმატური; ბ) კონსტრუქციული

4 ა) კონსტრუქციული; ბ) საექსპლოატაციო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტექნოლოგიური მანქანების ხვედრით წინააღმდეგობაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები: ა. ბუნებრივ-კლიმატური; ბ. კონსტრუქციული; გ. საექსპლოატაციო;

#1530

ძრავის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენენ:

1 ეფექტური სიმძლავრე, მაბრუნი მომენტი, საწვავი კამერის მოცულობა, საწვავის საათური ხარჯი, საწვავის ხვედრითი ხარჯი

2 ბრუნვის სიხშირე, ეფექტური სიმძლავრე, მაბრუვი მომენტი, საწვავის საათური ხარჯი, საწვავის ხვედრითი ხარჯი

3 საწვავი კამერის მოცულობა, კუმშვის ხარისხი, დგუშის სვლის სიგრძე, ცილინდრების რაოდენობა

4 ცილინდრების განლაგება, საწვავი კამერის მოცულობა, კუმშვის ხარისხი, დგუშის სვლის სიგრძე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ძრავის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენენ: ეფექტური სიმძლავრე, მაბრუნი მომენტი, საწვავი კამერის მოცულობა, საწვავის საათური ხარჯი და საწვავის ხვედრითი ხარჯი.

#1531

აგრეგატის მანევრულობა ითვალისწინებს:

1 ა) მოძრაობის სიჩქარეს; ბ) მობრუნების რადიუსს; გ) გადაბრუნებისადმი მდგრადობას

2 ა) სატრანსპორტო სიჩქარეს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას; დ) გამავლობას

3 ა) მოხვევის უნარს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას; დ) გამავლობას

4 ა) წევით სიმძლავრეს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

აგრეგატის მანევრულობა ითვალისწინებს: ა. მოხვევის უნარს; ბ. მოძრაობის მდგრადობას; გ. მართვადობას; დ. გამავლობას.

#1532

მუშა სვლების მიმართულების მიხედვით აგრეგატის მოძრაობის სახეებია:

1 მაქოსებრი, კომბინირებული და საქცევური

2 საქცევური და წრიული

3 დიაგონალური და საქცევური

4 საქცევური, დიაგონალური და წრიული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მუშა სვლების მიმართულების მიხედვით აგრეგატის მოძრაობის სახეებია: მაქოსებრი, კომბინირებული და საქცევური.

#1533

მანქანათა ტექნიკური დათვალიერება (შემოწმება) წარმოადგენს:

1 მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობის შესახებ

2 მანქანის ტექნიკური მომსახურების შემდეგ მის შემოწმებას საკონტროლო გავლისას

3 მანქანის ძირითადი კვანძების მდგომარეობის დადგენას გარეგანი მონაცემების საფუძველზე

4 მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ჩამოწერის შესახებ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მანქანათა ტექნიკური დათვალიერება (შემოწმება) წარმოადგენს მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

#1534

ტრაქტორების ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა ამჟამინდელი ნორმატივების მიხედვით შეადგენს:

1 ტმ-1 – 100 ძრ.სთ; ტმ-2 – 400 ძრ.სთ; ტმ-3 – 1600 ძრ.სთ

2 ტმ-1 – 60 ძრ.სთ; ტმ-2 – 240 ძრ.სთ; ტმ-3 – 960 ძრ.სთ

3 ტმ-1 – 200 ძრ.სთ; ტმ-2 – 800 ძრ.სთ; ტმ-3 – 2400 ძრ.სთ

4 ტმ-1 – 50 ძრ.სთ; ტმ-2 – 200 ძრ.სთ; ტმ-3 – 800 ძრ.სთ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტრაქტორების ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა ამჟამინდელი ნორმატივების მიხედვით შეადგენს: - ტმ-1 – 60 ძრ.სთ; - ტმ-2 – 240 ძრ.სთ; - ტმ-3 – 960 ძრ.სთ.

#1535

საერთაშორისო სტანდარტით ტრაქტორებს უტარდებათ:

1 ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი

2 ყოველი ცვლის და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი

3 ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, აგრეთვე მიმდინარე რემონტი

4 პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საერთაშორისო სტანდარტით ტრაქტორებს უტარდებათ ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი.

#1536

ღია არხების გაწმენდა წარმოებს:

1 აქტიური და პასიური მუშა ორგანოებიანი არხსაწმენდი მანქანებით

2 უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანით

3 ფრეზული არხსაწმენდი მანქანებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ღია არხების გაწმენდა წარმოებს აქტიური და პასიური მუშა ორგანოებიანი არხსაწმენდი მანქანებით.

#1537

ღია არხების გაყვანა წარმოებს:

1 მხოლოდ აქტიური და გუთნისებური არხსათხრელი მანქანებით

2 მხოლოდ აქტიური და კომბინირებული მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით

3 როგორც აქტიური და კომბინირებული, ასევე გუთნისებური მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ღია არხების გაყვანა წარმოებს როგორც აქტიური და კომბინირებული, ასევე გუთნისებური მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით.

#1538

უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანის ციცხვებს შორის მანძილი აიღება შემდეგ ზღვრებში:

1 0,2 მეტრიდან 0,4 მეტრამდე

2 0,4 მეტრიდან 0,6 მეტრამდე

3 0,6 მეტრიდან 1,0 მეტრამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანის ციცხვებს შორის მანძილი აიღება 0,2 მეტრიდან 0,4 მეტრამდე ზღვრებში.