კატეგორია: სპეციალური სიგნალის გამოყენებასულ 2 ბილეთი
#873
იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა, უნდა:
1დაუთმოს გზა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას ან/და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სავალი ნაწილი
2გააგრძელოს მოძრაობა, როგორც უპირატესობის მქონემ
3გააგრძელოს მოძრაობა, როგორც უპირატესობის მქონემ, თუ იგი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადსასვლელზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ქვეითმა თავი უნდა შეიკავოს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან/და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი.
ბმული ბილეთზე:
#1010
ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად, სპეციალური ხმოვანი სიგნალი ირთვება:
1მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ ნარინჯისფერ ან ყვითელ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად სპეციალური ხმოვანი სიგნალი ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში.