1სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო
2სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 26-ე პუნქტის თანახმად, იძულებით გაჩერება - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.
ბმული ბილეთზე:
#1032
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
1ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას
2გზაჯვარედინის მიღმა, მობრუნებისას
3შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების სინათლით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია გაჩერდეს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: გ) მძღოლისთვის შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია გაჩერდეს.
ბმული ბილეთზე:
#1037
არასაკმარისი მხედველობის პირობებში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა მოციმციმე წითელი ფარანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
1მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
3როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.
ბმული ბილეთზე:
#1038
იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია და სადაც სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას, მძღოლმა მოციმციმე წითელი ფარანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
1მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
3როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.
ბმული ბილეთზე:
#1042
ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა უნდა:
1დაუყონებლივ გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
ბმული ბილეთზე:
#1088
არასაკმარისი მხედველობის პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:
1გამოდგას მოციმციმე წითელი ფარანი, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტური საშუალებებით მოახლოებული მძღოლთა დროული გაფრთხილება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის თანახმად: 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. 4. საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.