iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

კატეგორია:
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი სულ 4 ბილეთი

#328

დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფების გადაყვანა ნებადართულია:

1 მხოლოდ დღე-ღამის ბნელ დროს

2 მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს

3 როგორც დღე-ღამის ბნელ, ასევე ნათელ დროს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფების გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს.

#355

შეიძლება თუ არა, მოხვევის შუქ-მაჩვენებლის არარსებობის ან მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მძღოლის მიერ მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე ხელით მიცემული სიგნალი შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ?

1 შეიძლება

2 არ შეიძლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.

#991

ხელით გადასაადგილებელ ურიკებს, რომელთა სიგანე ერთ მეტრს აღემატება, უნდა ჰქონდეს, სულ მცირე:

1 ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე

2 მხოლოდ ერთი წინა ყვითელი ან თეთრი სელექციური სინათლე

3 მხოლოდ ერთი უკანა წითელი სინათლე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ურიკას, რომელიც ხელით გადაადგილდება, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და სულ მცირე ერთი უკანა წითელი სინათლე. ამ ორი სინათლის წყარო შეიძლება იყოს ერთი ფარანი, რომელიც განლაგებული უნდა იყოს ურიკის მარცხენა მხარეს. ფარანი არ არის აუცილებელი იმ ხელის ურიკისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება.

#993

საჭაპანო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე ერთ მეტრს აღემატება, ყველა შემთხვევაში, წინა და უკანა მხარეს თითო ფარანი უნდა განლაგდეს:

1 მარჯვენა მხარეს

2 შუაში

3 მარცხენა მხარეს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე. წინა და უკანა მხარეს თითო ფარანი განლაგებული უნდა იყოს მარცხენა მხარეს.