„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში.
ბმული ბილეთზე:
#1056
იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა:
1ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი
2ტვირთის გადამზიდველის ან ექსპედიტორის მიერ ზედნადებით განსაზღვრული მასა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი.
ბმული ბილეთზე:
#1059
აკრძალულია თუ არა გზაზე მოძრაობა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას?
1არ არის აკრძალული, თუ იგი ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ აღემატებოდეს 11,5 ტონას
2არ არის აკრძალული, თუ იგი ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გზაზე მოძრაობს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდგომ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ თანახმად, აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის: ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.
ბმული ბილეთზე:
#1106
B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად ��) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი. ��მავე კანონის 56-ე მუხლის მე-84 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.
ბმული ბილეთზე:
#1380
ეკრძალება თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დადგენილ მოთხოვნებს?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
ბმული ბილეთზე:
#1482
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს
2მხოლოდ, რომ შესაძლებელია მოხუც ქვეითს მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა ან/და მხედველობა
3მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეით, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ის, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ასევე ის, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია და შესაძლებელია მას მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა და მხედველობა.
ბმული ბილეთზე:
#1486
რატომ არის ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა საფრთხის შემცველი?
1მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება
2მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას
3ნარკოტიკული თრობა იწვევს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფაქტორს
ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა სიფრთხილის შემცველია, რადგან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება, ასევე იგი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას.