რომელი ინდექსით აღინიშნება ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური?
1 A ინდექსით
2 B ინდექსით
3 C ინდექსით
ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური აღინიშნება B ინდექსით.
რომელი ინდექსით აღინიშნება ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური?
1 A ინდექსით
2 B ინდექსით
3 C ინდექსით
ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური აღინიშნება B ინდექსით.
როგორი მართვის სისტემა აქვს ბულდოზერის ამწე სამართავ მექანიზმებს?
1 ბაგირული
2 ჰიდრავლიკური
3 ბაგირული და ჰიდრავლიკური
ბულდოზერის ამწე სამართავი მექანიზმები არის ბაგირული და ჰიდრავლიკური მართვის.
როგორია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის მართვის ნორმალური სიმძლავრე?
1 30 კვტ
2 44 კვტ
3 60 კვტ
უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის მართვის ნორმალური სიმძლავრეა 44 კვტ.
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ტრაქტორის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1 მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ
2 მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
3 როგორც ოპერატიული სამსახურის ავტომობილის, ასევე ავტობუსის მძღოლის მიმართ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად,არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც. გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1 ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ
2 მხოლოდ მეორე ტრამვაის და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
3 მხოლოდ პირველი და მეორე ტრამვაის მძღოლების მიმართ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა ხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:
1 გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს
2 გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად
3 გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.