iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
საავარიო შუქური სიგნალიზაცია სულ 29 ბილეთი, გვერდი 2

#1088

არასაკმარისი მხედველობის პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:

1 გამოდგას მოციმციმე წითელი ფარანი, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტური საშუალებებით მოახლოებული მძღოლთა დროული გაფრთხილება

2 ჩართოს უკანა საგაბარიტო სინათლეები

3 ჩართოს წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის თანახმად: 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. 4. საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.

#1267

დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა).

#1466

როგორი სახის შეიძლება იყოს გრეიდერ-ელევატორი?

1 მხოლოდ ნახევრადმისაბმელიანი

2 მხოლოდ მისაბმელიანი

3 ნახევრადმისაბმელიანი, თვითმავალი ან მისაბმელიანი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

გრეიდერ-ელევატორი შეიძლება იყოს ნახევრადმისაბმელიანი, თვითმავალი ან მისაბმელიანი.

#1467

რომელი კატეგორიის გრუნტში სამუშაოდ გამოიყენება გრეიდერ-ელევატორი?

1 I – II კატეგორიის

2 III – IV კატეგორიის

3 II – III კატეგორიის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

გრეიდერ-ელევატორი სამუშაოდ გამოიყენება II – III კატეგორიის გრუნტში.

#1468

რას გულისხმობს ნიადაგის ძირითადი დამუშავება?

1 ფრთიანი და უფრთო გუთნებით ხვნა, ბრტყლადმჭრელებით ღრმა დამუშავებას

2 კულტივაციას

3 ფარცხვას

4 აოშვას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ნიადაგის ძირითადი დამუშავება გულისხმობს ფრთიანი და უფრთო გუთნებით ხვნას და ბრტყლადმჭრელებით ღრმა დამუშავებას.

#1469

ხვნის როგორი სახე არსებობს?

1 კონუსური

2 წრიული

3 რომბული

4 პრიზმული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

არსებობს ხვნის რომბული სახე.

#1470

ნიადაგის რა სიღრმეზე დამუშავებას ეწოდება ზედაპირული დამუშავება?

1 8-12 სმ-მდე

2 16 სმ-მდე

3 22 სმ-მდე

4 24 სმ-მდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ნიადაგის 8-12 სმ-მდე სიღრმეზე დამუშავებას ეწოდება ზედაპირული დამუშავება.

#1471

ნიადაგის რა სიღრმეზე დამუშავებას ეწოდება ღრმად დამუშავება?

1 8 სმ-მდე

2 16 სმ-მდე

3 20 სმ-მდე

4 27 სმ და მეტი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ნიადაგის 27 სმ და მეტ სიღრმეზე დამუშავებას ეწოდება ღრმად დამუშავება.

#1472

რას გულისხმობს ნიადაგის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია?

1 ნიადაგის მხოლოდ 55%-ის დამუშავებას

2 ნიადაგის მხოლოდ 25% -ის დამუშავებას, ხოლო სარეველების განადგურება ქიმიური გზით

3 ნიადაგის 100 %-ის დამუშავებას

4 ნიადაგის მხოლოდ 70%-ის დამუშავებას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ნიადაგის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია გულისხმობ, ნიადაგის მხოლოდ 25% -ის დამუშავებას და სარეველების განადგურებას ქიმიური გზით.