iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი სულ 69 ბილეთი, გვერდი 4

#1732

გზაზე მყოფ ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოტოციკლის მძღოლმა უნდა:

1 გაითვალისწინოს რომ ყველა ძაღლს ეშინია მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, რის გამოც იგი აგრესიას არ გამოამჟღავნებს

2 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

გზაზე მყოფი ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოტოციკლის მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგამ ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით.

#1733

ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოტოციკლის მძღოლმა უნდა:

1 შეწყვიტოს მოძრაობა, რადგან ღორღიან გზაზე აკრძალულია მოტოციკლით მოძრაობა

2 გაზარდოს მოძრაობის სიჩქარე, რათა ნაკლებად საგრძნობი გახდეს გზის საფარის გავლენა საჭეზე

3 შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოტოციკლის მძროლმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს.

#1734

მოტოციკლის წინა მუხრუჭი უკანა მუხრუჭზე ეფექტურია, რადგან:

1 წინა მუხრუჭი მოქმედებაში მოგვყავს ხელით

2 მოტოციკლის წინა საბურავი უკანაზე ვიწროა

3 დამუხრუჭების დროს იცვლება ღერძებზე დატვირთვის გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის წინა საბურავზე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პასუხი სწორია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოტოციკლის წინა მუხრუჭი უკანა მუხრუჭზე ეფექტურია, რადგან მოტოციკლის დამუხრუჭების დროს იცვლება ღერძებზე დატვირთვის გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის წინა საბურავზე.

#1735

მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:

1 მხოლოდ პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა

2 მხოლოდ მოტოციკლის მართვადობის გაუარესება

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საბურავის პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა, ასევე მოტოციკლის მართვადობის გაუარესება.

#1736

შესაძლებელია თუ არა, ავტომატარებლის მოძრაობისაგან გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ დაბრკოლება შეუქმნას მოტოციკლის მართვას?

1 შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებიდან

2 შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი ახორციელებს თანმხვედრი მიმართულებით მოტოციკლის გასწრებას

3 შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ავტომატარებლის მოძრაობისგან გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ შესაძლებელია დაბრკოლება შეუქმნას მოტოციკლის მართვას როგორც იმ შემთხვევაში, თუ ავტომატერებელი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებიდან, ასევე თუ ავტომატარებელი ახორციელებს თანხვედრი მიმართულებით მოტოციკლის გასწრებას.

#1737

როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?

1 დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის

2 უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას

3 დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.

#1739

როგორ უნდა გამოვითვალოდ ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობა?

1 სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე

2 სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლის ნახევარზე

3 სატვირთო ნაწილის სიმაღლე უნდა გავამრავლოთ მის ორმაგ სიგანეზე

4 მისი გამოთვლა შეუძლებელია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობის გამოსათვლელად, სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე.

#1740

ქვეოთ ჩამოთვლილიდან, რომელი მსჯელობაა მცდარი?

1 საყარი ტვირთი ისე უნდა იქნას დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა

2 თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ უნდა იყოს დაჭიმული

3 ტვირთი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ძარაზე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი მსჯელობა არ არის მცდარი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას, საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა. თუ, თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ იქნა სათანადოდ დაჭიმული გამოიწვევს როგორც ტვირთის გადმოყრას, ასევე ტვირთის გადაადგილებას მოძრაობისას, რაც დაარღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას და გააძნელებს მის მართვას.

#1741

მოყინულ გზაზე გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შესამცირებლად ტვირთი მიზანშეწონილია განთავსდეს:

1 არაწამყვან ღერძთან ახლოს

2 წამყვან ღერძთან ახლოს

3 თანაბრად გადანაწილდეს წამყვან და არაწამყვან ღერძებზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოყინულ გზაზე მოძრაობისას ტვირთი მიზანძეწონილია განთავსდეს წამყვან ღეძთან ახლოს, რაც გაზრდის წამყვან ღერძზე საბურავებზე დატვირთვას და გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შემცირებას.