iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
უწესივრობა და მართვის პირობები სულ 28 ბილეთი, გვერდი 2

#1332

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია?

1 მხოლოდ ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის გაჟონვისას

2 მხოლოდ აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების შეერთებებში ნამწვის გაჟონვისას

3 მხოლოდ ისეთი აირბალონების გამოყენებით, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-18 და 21-ე პუნქტების თანახმად: 18. დაუშვებელია ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის ჟონვა. 21. აირბალონიანი ასს-ების კვების სისტემა უნდა იყოს ჰერმეტული. დაუშვებელია აირბალონიან ასს-ზე ისეთი ბალონების გამოყენება, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა. ამავე რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაჟონვა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისიტემის ელემენტების შეერთებებში, ხოლო კატალიზური კონვერტორებით აღჭურვილ ასს-ებზე დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით.

#1336

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევებშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია:

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკან ხედვის სარკე

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივრობის არსებობის შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმოვანი სასიგნალე მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. ამავე რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს კომპლექტაციის შემდეგი ელემენტებით: ზ) უკანა ხედვის სარკეებით.

#1337

დასაშვებია, თუ არა საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა?

1 არ არის დასაშვები

2 დასაშვებია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დასაშვებია საქარე მინის ზედა ნაწილში გამჭვირვალე ფერადი აფსკის დამაგრება სიგანით არა უმეტეს 140 მმ, ხოლო კატეგორიების ასს-ზე – სიგანით, რომელიც არ აჭარბებს საქარე მინის ზედა ნაწილსა და მისი მინასაწმენდით გაწმენდის ზედა ზონის ზღვარს შორის მანძილს. დაუშვებელია საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა.

#1338

თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებლებით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავი მას ეყრდნობოდეს:

1 კისრის არეში

2 კეფის არეში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებელით, ისინი რეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ თავი ეყრდნობოდეს კეფის არეში.

#1339

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია თუ არა თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი სამაგრებს ეყრდნობა კეფის არეში?

1 დიახ, მიზანშეწონილია

2 არ არის მიზანშეწონილი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ ვალდებულია დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი დამჭერებს მიყრდნობილნი არიან კეფის არეში.

#1484

სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:

1 მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება

2 მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება

3 მხოლოდ საბურავების გადახურება

4 როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭის მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება.

#1797

გარდა შემთხვევებისა, როცა აუცილებელია ხელით მისცენ მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები, მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ:

1 საჭე ორივე ხელით არ უჭირავთ

2 საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგისა და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მსუბუქი კვადროციკლისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება ან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს მართვაში ხელი შეუშალოს ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება აგრეთვე მოტოციკლისა და მოპედის მძღოლების მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მათ საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალების ხელით მიცემა

#1802

მოპედის მძღოლის მიერ მკვეთრი ფერების ტანსაცმლით სარგებლობის შემთხვევაში:

1 იგი უკეთესად შესამჩნევი ხდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის

2 ეკრძალება დღე-ღამის ბნელ დროს გადაადგილება

3 იგი არ არის ვალდებული გადაადგილებისას გამოიყენოს მოტოჩაფხუტი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოპედის მძღოლის მიერ მკვეთრი ფერების ტასაცმლით სარგებლობის შემთხვევაში იგი უკეთესად შესამჩნევი ხდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის.