iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
მოძრაობის უსაფრთხოება სულ 162 ბილეთი, გვერდი 9

#1805

მოპედის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:

1 მხოლოდ პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა

2 მხოლოდ მოპედის მართვადობის გაუარესება

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოპედის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საბურავის პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა, ასევე მოპედის მართვადობის გაუარესება.

#1807

სავალდებულოა თუ არა მოპედის მძღოლებისთვის, ასევე მათი მგზავრებისთვის სპეციალური ჩაფხუტის გამოყენება?

1 სავალდებულოა

2 არ არის სავალდებულო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.